გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გუდამაყარი

გუდამაყრის რუკა

გუდამაყარი


აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ძირითადად განიხილება როგორც მთიულეთის ერთ-ერთი თემი, თუმცა ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა. გუდამაყრის მხარის ისტორიულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრინდელი ფეოდალური ხანის მახვილის ციხე, რომელიც ბაკურხევის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს, მახვილივით აზიდულ მთაზე, და პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია სოფ. ჩოხში. გუდამაყრის ხეობაზე გადიოდა საქართველოს თანამედროვე სამხედრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც არაგვის ხეობას ხევთან აკავშირებდა.