გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გუმური

გუმური


  1. საომარი იარაღი, შუბი (გურია)
  2. თიხის საცობი (ერთი მუჭის ზომის), რომელიც სათვალთვალოს, ანუ დუთქაშს (გამოსაწვავ ქურას შენების დროს კედელში დაატანდნენ რამდენიმე სათვალთვალოს), უკეთდებოდა ჭურჭლის გამოწვის პროცესში. გუმური ისე უნდა მორგებოდა სათვალთვალოს, რომ ქურას „სასუნთქი დარჩენოდა“. გუმური ეწოდებოდა აგრეთვე, მომრგვალებულ თიხის ნაჭერს, რომელიც იდება ქურაში ჩადგმულ ქვევრსა და ქურის კედელს შორის, რათა კედელმა ქვევრი არ დააზიანოს. გუმური მხოლოდ ერთჯერად გამოიყენებოდა, რადგან ჭურჭელთან ერთად გამომწვარი გუმური იმდენათ ვიწროვდებოდა, რომ მეორედ გამოყენებისათვის უვარგისი ხდებოდა (სამეგრელო)

ლიტერატურა

  • რ. თოდუა, სამეთუნეო ნაგებობანი სამეგრელოში. მსე, ტ. XX. 1979 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=გუმური&oldid=4285“-დან