გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დავლური

დავლური, ანსამბლი "სუხიშვილები" ავტორი: chub1na.ge

დავლური


  1. ქართული ხალხური ჯგუფური ცეკვა. სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხრა-მოხრით, საზეიმო განწყობილებით. მისი კომპოზიციური აგებულება (მწკრივების შექმნა, დაშლა, წყვილებად დაყოფა, წრეზე წინსვლა) დამახასიათებელია ბევრი სხვა ქართული ჯგუფური ცეკვისათვის. დასასრულს გადადის წყვილთა ცეკვა "ქართულში". ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებში (მელიტონ ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", დიმიტრი არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე" და სხვა).
  2. ხმალში გაწვევა, ორთაბრძოლა