დარაია
დარაია
- შინამრეწველური წესით დამზადებული აბრეშუმის ქსოვილი (აღმოსავლეთ საქართველოში თავთა, მერდინი). ქსოვდნენ ჰორიზონტალურ საქსოვ დაზგაზე 2 ან 4 დგიმით, ქსოვილის ხლართის შესაბამისად. მას ფართოდ იყენებდნენ ყოფაში, განსაკუთრებით სამზითვოდ. საქართველოს შიდა ბაზრებზე დიდი გასავალი ჰქონდა.
- დარაიას თავშალები ("ქიცები") გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში, უმეტესად სამეგრელოში. აბრეშუმის დიდი მოსახვევი ჩესუჩა (თბილისი), მანდილი.