დასოლვა
დასოლვა
ქვის მოტეხვის პროცესი. მოსატეხ მასივს წერაქვით ამოუკვეთენ ღარს, შიგ ჩაამაგრებენ რკინის სოლებს, რომელთაც აქეთ-იქით რკინის ფირფიტები ან გაკვეთილი ნალები (ხარისა) უკეთ უდგება და უროს ცემით გადაყვებიან ერთი მხრიდან მეორისაკენ (იხ. სოლების დადგმა).