გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დაღი

ცხენის დაღები

დაღი


დადაღვა, გახურებული რკინის იარაღით – შანთით ამომწვარი საკუთრების ნიშანი მსხვილფეხა საქონლის ბეჭზე, გავაზე ან თავკისერზე (წვრილფეხა საქონელზე საკუთრების ნიშანი ცნობილია სერის სახელწოდებით). ცხენის დადაღვა გავრცელებული იყო მთელ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოში. ფეოდ. ხანაში მხოლოდ მაღალი წოდების კუთვნილი საქონელი იდაღებოდა. ყმას შეეძლო ბატონისათვის დ. გამოეთხოვა და სამაგიეროდ "დაღის გადასახადი" მიერთმია. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ შეძლებულმა გლეხებმა დაიწყეს ცხენის დადაღვა თავისი ნიშნებით ან თავისი გვარის პირველი ასოთი. დაღს წინასწარ ნახშირით ან ცარცით გამოსახავდნენ და შემდეგ შანთით ამოწვავდნენ. დაღის მზა ყალიბიც არსებობდა.


ლიტერატურა

  • მ. მაკალათია, მესაქონლეობა მესხეთში (სამცხე-ჯავახეთი), კრ.: მასალები მესხეთ-ჯავახეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბ., 1972 წ.
  • ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941 წ.
  • ვ. შამილაძე, ალპური მესაქონლეობა საქართველოში, თბ., 1969 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=დაღი&oldid=4500“-დან