გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დედოფალა

დედოფალა


  1. იხ.: თოჯინა;
  2. (ლათ.: Mustela nivalis) — ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. ერთ-ერთი ყველაზე პატარა მტაცებელი. მისი სხეულის სიგრძეა 13-26 სმ, კუდისა — 1.4-9 სმ, წონა — 30-250 გ-მდე. აქვს ხშირი, მოკლე ბეწვით დაფარული მეტად მოქნილი სხეული. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (გარდა სამხრეთისა), ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოშიც ბევრგან გვხვდება. იკვებება თაგვისებრი მღრღნელებით. მრავლდება წლის ნებისმიერ დროს. შობს 3-9 ნაშიერს. მავნე მღრღნელების განადგურებით სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. სინონიმი: სინდიოფალა.