დევების სახლი
დიდგორა
1975 წელს, ო. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სადაზვერვო თხრილები გაავლო ბერთაყანების ნასოფლართან არსებულ გამაგრებულ გორაზე, რომელსაც "დევების სახლს" ან "დიდგორას" უწოდებენ. ეს უკანასკნელი მდებარეობს ნასოფლართან არსებული ყორღანების ჩრდილოეთით, 500-600 მეტრის მოშორებით, თმოგვის ციხის მოპირდაპირედ. მთის წვერი მოვაკებულია და დასავლეთის მხარე შემოზღუდულია დიდი ქვის ლოდებით ნაგები კედლით, რომლის სიგრძე 50 მეტრია, სიმაღლე კი ზოგ ადგილას 2 მეტრამდეა შემორჩენილი. სადაზვერვო თხრილები გაკეთდა კედლიდან სამხრეთ-დასავლეთით 10-15 მეტრის მოშორებით არსებულ ნასახლარებზე, სადაც დიდი რაოდენობით გამოვლინდა შუა საუკუნეების კერამიკა.[1]
დევების სახლი
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | სამცხე |
მუნიციპალიტეტი | ასპინძის |
უახლოესი დასახლება | თმოგვი |
აბსოლუტური სიმაღლე | 1525 მ |
მოიცავს | 0.16 ჰა |
კედლის სისქე | 1.5-2.0 მ |
განედი | 41.391166° N |
გრძედი | 43.324529° E |
Google Plus კოდი | 98RF+FR Tmogvi |
ტიპი | გამაგრებული დასახლება |
წყარო
- დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019
- ↑ ჯაფარიძე, ო., კიკვიძე ი., ავალიშვილი გ., წერეთელი ა., მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1970-1977 წწ.), თბილისი, 1981, გვ. 136-137