გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დეკანოზი

დეკანოზი

დეკანოზი


სიტყვა დეკანოზი მომდინარეობს გვიან ლათ. სიტყვიდან decanus, რომელიც ნაწარმოებია სახელიდან decem "ათი", (თავდაპირველად აღნიშნავდა "ათკაციანი ჯგუფის მეთაურს").

  1. საეკლესიო იერარქიაში – უფროსი მღვდელი. ტაძრის წინამძღვარი. დიდ ეკლესიებში დეკანოზს ზოგჯერ ცალკე სამმართველო – "სადეკანოზო" ებარა.
  2. ქართულ მონასტრებში – მღვდლებისა და მგალობლების უფროსი, მონასტრის წინამძღვრის შემდგომ მეორე პირი. მისი თანაშემწე მღვდელმსახურებაში.
  3. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ხატის მსახური, რომელიც სახატო რიტუალს ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა.