დიკა
დიკა
(Triticum carthlicum) — ძველი ქართული საგაზაფხულო ხორბლის სახეობა. მოჰყავთ მთაში. დიკა შიშველმარცვლიანია, მარცვალი შედარებით ადვილად სცილდება კილს. ყვავილსა და თავთუნის კილს ფხები აქვს. სიცივისა და სოკოვანი დაავადებისადმი გამძლეა.
გავრცელებულია ძირითადად ზღვის დონიდან 900-1500 მ სიმაღლეზე. საქართველოში საგაზაფხულო ხორბლის მთავარი ჯიშია. მცირე რაოდენობით მოჰყავთ სომხეთსა და დაღესტანში.
დიკა ძვირფასი სასელექციო მასალაა. მისი პოპულაციიდან გამოყვანილია სელექციური ჯიში — დიკა 9-14, რომელიც მთიან ზონაში დარაიონებულია 1944 წლიდან დიკას 10 სახესხვაობიდან მთავარია წითელი, შავი და თეთრი დიკა, ადგილობრივი პოპულაცია — ჯავახური დიკა გავრცელებულია ჯავახეთის ზონაში.