გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ერეჯიბი

ერეჯიბი


კაჟიანი თოფის სახელწოდება. ტერმინი მომდინარეობს ოსტატის სახელიდან. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ერეჯიბი, ანუ ირაჯიბი იყო ადიღეელი ოსტატი, რომელიც XVIII ს-ში მოღვაწეობდა და ამზადებდა საუკეთესო თოფებს. ეთნოგრაფიული მასალით დასტურდება, რომ ერეჯიბი (XVIII-XIX) ამზადებდა შაშხანის ტიპის ხრახნულლულიან იარაღს მასიური ლულებითა და კონდახებით, რომელთაც ირმის რქით აპირკეთებდა, ასეთი თოფები მის სახელს ატარებდა და ძალიან ძვირადაც ფასობდა. ერეჯიბი საქართველოშიც იყო გავრცელებული. ამ თოფის სახელწოდება გვხვდება ხალხურ პოეზიაშიც.


ლიტერატურა

  • Э.Г. Аствацатурян. Оружие народов Кавказа. Москва-Нальчик. 1995