გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ერიდუ

ძველი აღმოსავლეთი

ერიდუ (ლურსმული: 𒉣𒆠 NUN.KI შუმერულად: eriduki; აქადურად: irîtu, თანამედროვე Tell Abu Shahrain), შუმერული ქალაქი. ერიდუ ითვლება სამხრეთ შუამდინარეთის უძველს და მსოფლიოს ერთ-ერთ ძველ ქალაქად. მდებარეობს ურიდან სამხრეთ-დასავლეთით, 12 კმ-ს დაშორებით. ერიდუ იყო ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქი შუმერული ქალაქების გაერთიანებიდან, რომლებიც ტაძრების გარშემო ვითარდებოდა. შუმერულ მითოლოგიაში, ერიდუ იყო ენქის სახლი, რომელმაც დააარსა ეს ქალაქი. მის ტაძარს E-Abzu-ს ეძახდნენ, რადგანაც სჯეროდათ, რომ ენქი აბზუში, "ღრმა ოკეანეში" ცხოვრობდა.

ტოპონიმი ერიდუ, რომელიც ასევე გამოითქმის როგორც ერიდუგ შეიძლება ნიშნავდეს "ძლევამოსილ ადგილს" ან "მმართველ ადგილს".

შუმერის მეფეთა სიაში ერიდუ მოიხსენიება როგორც პირველი მეფეების ქალაქი: "ერიდუში ალულიმი გახდა მეფე; ის 28800 წელს მეფობდა. ალალნგარი მეფობდა 36000 წელს; ორი მეფე, ისინი მეფობდნენ 64800 წელს. შემდეგ ერიდუ დაეცა და მეფობა გადავიდა ბად-თიბირაში".

მეფეთა სიაში დიდი დროის მანძილზე მეფობა აქვთ მიწერილი წარღვნამდელ მეფეებს და გვიჩვენებს, თანდათან როგორ ინაცვლებდა მმართველობის ცენტრი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ.

პირველ ადამიანად ცნობილ ადაპას, რომელიც ნახევრად ადამიანად და ნახევრად ღმერთად მიიჩნეოდა და ასევე მოიხსენიებოდა როგორც ერიდუს აბგალლუ (აბ = წყალი, გალ = დიდი, ლუ = კაცი), მიაწერენ ერიდუში დილმუნიდან ცივილიზაციის გადმოტანას. იგი ალულიმს ემსახურებოდა.

შუმერულ მითოლოგიაში, როგორც უკვე აღინიშნა, ერიდუ იყო ღმერთ ენქის აბზუს ტაძრის სამშობლო (აქადურ მითოლოგიაში ენქის შესატყვისი იყო წყლის ღმერთი ეა). როგორც ყველა შუმერული და ბაბილონური ღმერთები ენქი/ეა წარმოიშვა როგორც ლოკალური ღმერთი, რომელიც, მოგვიანო კოსმოლოგიაზე დაყრდნობით, ანუსა და ენლილთან ერთად მართავდა სამყაროს. მისი სამფლობლო იყო სამყაროს ქვემოთ მდებარე და მისი შემომსაზღვრელი წყლის სივრცე (შუმერული: აბ = წყალი; ზუ = შორი).

ურუქის ქალღმერთ ინანას შესახებ შემონახული ამბები გადმოგვცემს, თუ როგორ წავიდა იგი ერიდუში ცივილიზაციის ძღვენის მისაღებად. თავდაპირველად ენქი, ერიდუს ღმერთი ცდილობდა მმართველობის სადავეები შეენარჩუნებინა, შემდეგ კი დათანხმდა, რომ ურუქი ყოფილიყო ქვეყნის ცენტრი. ეს შეიძლება, როგორც ზემოთ აღინიშნა, ძალაუფლების ცენტრის სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადანაცვლების ფაქტის მითიური დადასტურება იყოს.

ბაბილონურ ტექსტებშიც არის აღნიშნული, რომ ერიდუ ღმერთ მარდუქის მიერ შეიქმნა, როგორც პირველი ქალაქი.

ისტორია

შუმერის მეფეთა სიის მიხედვით, ერიდუ იყო სამყაროს პირველი ქალაქი:

"[nam]-lugal an-ta ed3-de3-a-ba
/eridug\ki nam-lugal-la"
"მას შემდეგ, რაც მეფობა დაეშვა სამოთხიდან,
მეფობა იყო ერიდუში."

შუმერულ მითოლოგიაში ნათქვამია, რომ ერიდუ წარღვნამდელ ხუთ ქალაქს შორის ერთ-ერთი იყო. ის წარმოადგენს ყველაზე ადრეულ ნამოსახლარს რეგიონში. ერიდუ დაასდა დაახ. ძვ. წ-აღ. 5400 წელს, სპარსეთის ყურისა და ევფრატის სიახლოვეს. იმის გამო, რომ მდინარეულმა ალუვიურმა ჩამონატანმა დროთა განმავლობაში შეავსო სპარსეთის ყურე, თანამედროვე თელ აბუ'შაჰრაინი საკმაოდ შორს არის ზღვიდან.

როგორც Gwendolyn Leick-ი აღნიშნავს, ერიდუ ჩამოყალიბდა სამი ეკოსისტემის, სამი მნიშვნელოვანი ცხოვრების წესის შესაყარზე, რაც დაკავშირებულია უდაბნოში მტკნარ წყალზე ხელმისაწვდომობასთან. უძველესი სამიწათმოქმედო ნამოსახლარის არსებობა დაფუძნებული იყო ინტენსიურ სარწყავ მიწათმოქმედებზე, რაც გულისხმობს სარწყავი არხების მშენებლობას, ასევე ალიზის არქიტექტურას. არაბეთის სანაპიროზე მეთევზე-მონადირეთა კულტურების ნამოსახლართა ინტენსური კვალი შეინიშნება, რომელთა მოსახლეობა ალბათ შუმერული იყო. ისინი, როგორც ჩანს, ლერწმის ქოხებში ცხოვრობდნენ. მესამე კულტურის მატარებელნი, რომელმაც დასაბამი მისცა ერიდუს ჩამოყალიბებას, შეიძლება ყოფილიყო სემიტი მომთაბარე მესაქონლეები, რომლებიც აძოვებდნენ ცხვარსა და თხებს და ნახევრად-უდაბნოში ცხოვრობდნენ კარვებში. ემ სამი კულტურის გადაკვეთა ჩანს ერიდუს უადრეს ფენებში. საქალაქო დასახლება ალიზით აშენებული ტაძრის გარშემო ვითარდებოდა, აგრეთვე დადასტურებულია პატარა ჩავარდნილი ადგილი, სადაც წყლის დაგროვება ხდებოდა.

ერიდუს უადრესი ნასოფლარი (ძვ. წ-აღ. 5000 წ.) გაიზარდა ლერწმის ქოხებისა და ალიზის ნაგებობების მნიშვნელოვან ქალაქად (ძვ. წ-აღ. 2900 წ.) და მოიცავდა 8-10 ჰექტარს (20-25 აკრს) ძვ. წ-აღ. 2050 წლიდან ქალაქი დაღმავლობას განიცდის. 18 ალიზის ტაძრის ნანგრევებზე აღმოჩენილია ამარ-სინის დაუმთავრებელი ზიქურატი (დაახ ძვ. წ-აღ. 2047–2039 წწ.). უადრეს ფენებში თევზის ძვლების უამრავი ნაშთის არსებობა მიუთითებს აბზუს კულტის გაგრძელებაზე, რომელიც შემდეგ ენქის და ეას კულტს დაუკავშირდა. ერიდუში დასახლებისა და რელიგიური ცენტრის არქებობის ასეთი ხანგრძლივობა შუმერული ცივილიზაციის ადგილობრივობას უსვამს ხაზს.

ერიდუ დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული და უკაცრიელი და ძვ. წ. მე-6-ე საუკუნეში ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი.

არქიტექტურა

ერიდუს საქალაქო ბირთვი იყო ენქის ტაძარი, რომელსაც "წყლისშემცველი სახლი" ერქვა (ლურსმული: 𒂍𒍪 𒀊, E2.ZU.AB; შუმერული: e2-abzu; აქადური: bītu apsû), რომელსაც მოგვიანებით წყაროებში "წყლების სახლი" ეწოდება (ლურსმული: 𒂍𒇉, E2.LAGAB×HAL; შუმერული: É 2-engur; აქადური: bītu engurru). ეს სახელი უკავშირდება ენქის ხელმწიფობას. მისი მეუღლის, ნინჰურსანგას ტაძარი უბეიდში ჩანს.

ახალ-სუმერულ პერიოდში ზიქურათი ხელახლა აშენდა ნანგრევებზე ურ-ნამმუს მიერ.

წყლისშემცველი სახლი

დონე თარიღი პერიოდი ზომა (მ) შენიშვნა
XVIII 5300 - 3.00 x 0.30 მორების კედელი
XVII 5300-5000 - 2.80 x 2.80 პირველი ცელა
XVI 5300-5000 ადრეული უბეიდი 3.50 x 3.50
XV 5000-4500 ადრეული უბეიდი 7.30 x 8.40
XIV 5000-4500 ადრეული უბეიდი - ნაგებობა არ აღმოჩნდა
XIII 5000-4500 ადრეული უბეიდი - ნაგებობა არ აღმოჩნდა
XII 5000-4500 ადრეული უბეიდი - ნაგებობა არ აღმოჩნდა
XI 4500-4000 უბეიდი 4.50 x 12.60 პირველი ბაქანი
X 4500-4000 უბეიდი 5.00 x 13.00
IX 4500-4000 უბეიდი 4.00 x 10.00
VIII 4500-4000 უბეიდი 18.00 x 11.00
VII 4000-3800 უბეიდი 17.00 x 12.00
VI 4000-3800 უბეიდი 22.00 x 9.00
V 3800-3500 ადრეული ურუქი - მხოლოდ ბაქნის ნაშთები
IV 3800-3500 ადრეული ურუქი - მხოლოდ ბაქნის ნაშთები
III 3800-3500 ადრეული ურუქი - მხოლოდ ბაქნის ნაშთები
II 3500-3200 ადრეული ურუქი - მხოლოდ ბაქნის ნაშთები
I 3200 ადრეული ურუქი - მხოლოდ ბაქნის ნაშთები

არქეოლოგია

თელ აბუ'შაჰრაინის ძეგლი თავიდან გაითხარა J. E. Taylor-ის მიერ, 1855 წელს, შემდეგ მას შეისწავლიდა R. Campbell Thompson-ი 1918 წელს და Henry Hall-ი 1919 წელს.

გათხრები განახლდა 1946 წლიდან to 1949 წლამდე Seton Lloyd-სა Fuad Safar-ის ხელმძღვანელობით და ერაყის სიძველეთა დეპარტამენტის ხელშეწყობით.

ამ არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ ძალაუფლების ცენტრის გადანაცვლებამ გამოიწვია ერიდუსგაუკაცრიელებაძვ. წ-აღ. 600 წლიდან.

ურუქის ენმარკარის გარდა (როგორც ის მოხსენიებულია არატტას ეპოსში), მრავალი მოგვიანო ხანის შუმერი მეფე არის მოხსენიებული წარწერებში როგორც ე-აბზუს ტაძრის განმაახლებელნი, მათ შორის: ურის ელულუ; ურ-ნამმუ, შულგი და ამარ-სინი ურის III დინასტიიდან; ლარსას ნურ-ადადი.


გარე ბმული

ერიდუ

რეგიონი ქვემო შუამდინარეთი
ქვეყანა ერაყი
ძველი სახელი Eridug; 𒉣𒆠 NUN.KI; eriduki; irîtu
თანამედროვე სახელი Tell Abu'Shahrain
განედი 30.816667° N
გრძედი 45.995746° E
პერიოდი ქალკოლითი, ბრინჯაოს ხანა, შუმერი, აქადი
მფარველი ღვთაება ენქი, ეა

ერიდუს თანამედროვე ხედი


ენქის გამოსახულება შუამდინარულ საბეჭდავზე


ერიდუს e2-abzu-ს ტაძარი

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ერიდუ&oldid=8726“-დან