ეჯი
მანძილის ძველებური საზომი ერთეული. "სამი მილი ერთი ეჯი არს" (სულხან-საბა). რაკი 1 ეჯი 3 მილი ყოფილა, მაშინ ეჯი 3000 ბიჯი უნდა ყოფილიყო ანუ 4440 მეტრის სიგრძე ექმებოდა (ივ. ჯავახიშვილი). დავით ბატონიშვილის განმარტებით ეჯი არის მანძილი, რომელსაც აქლემი ერთ საათში გადის.