გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ეჯიბი

ეჯიბი


  1. (ძვ.) ქორწილში ნეფის პირველი მაყარი, მეჯვარე. იგი იყო ქორწილის ერთ-ერთი ორგანიზატორი. უნდა აერჩიათ უახლოესი განაყარი ოჯახიდან. მას სამემკვიდრეო უფლებებიც ჰქონდა, რომელთა მიხედვით, თუ ჯერი მიდგებოდა ქონების ბიძაშვილისთვის გადაცემაზე, პირველობა სწორედ ეჯიბ ბიძაშილს ეკუთვნოდა;
  2. ვაჟის, ნეფის ბიძაშვილი ან ძმადნაფიცი, რომელიც ქორწილში ვაჟის მარჯვნივ ჯდებოდა (ფშავი);
  3. (ისტ.) ერთ-ერთი დიდ მოხელეთაგანი მეფის სასახლეში, ამირეჯიბის ხელქვეითი, მეკარე, მეფისათვის მთხოვნელთა სურვილის მომხსენებელი.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ეჯიბი&oldid=5994“-დან