ვარაყი
ვარაყი
სხვათაა ენაა, ქართულად ქანდა ჰქვიან (სულხან-საბა). სხვადასხვა დანიშნულების ნივთის შესამკობად ოქროს ან ვერცხლის თხელი ფენის გადაკვრა. ფეოდალურ ეპოქაში ავარაყებდნენ საომარ იარაღებს: ხმალს, ხანჯალს, ფარს, დამბაჩას, თოფს, უნაგირს და სხვა. ვარაყით არის აგრეთვე შემკული ძველი ქართული ხელნაწერი წიგნები (იხ. ოქრომელანი). ვარაყით ამკობდნენ ფაიფურის ჭურჭელსაც.