ზაოტი
ზაოტი
სინონიმი: ზაოდი
- საქონლის ჯიში, რომელსაც ქვემო ქართლის მოსახლეობა უწოდებდა შემოყვანილ, რუსული ჯიშის მსხვილფეხა საქონელს;
- კახეთის სამეურნეო ცხოვრებაში დამკვიდრებული არყის სახდელი საწარმო, რომელიც ჩვეულებრივ იმართება შემოდგომით ღვინის დადუღების შემდგომ, ამოღებული ჭაჭიდან. ზაოტი წარმოადგენს ჩვეულებრივ კუსტარულ საწარმოს, სადაც გლეხებს მორიგეობით მიაქვთ ჭაჭა და ხდიან არაყს ზაოტის მესაკუთრის თანდასწრებით. ზაოტობას ახასიათებს საზეიმო ხასიათის შეხვედრები, რომლებიც ჩვეულებრივ სრულდება საშემოდგომო ლხინით.