გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ზაქათი

ზაქათი


(არაბ. زكاة; აზ–ზაქათ; განწმენდა) — სავალდებულო მოწყალება, რომლის გაღება სავალდებულოა გარკვეული ქონების მფლობელი მუსლიმებისთვის. ზაქათი სავალდებულო მოწყალებაა, რომელსაც წლიურად გასცემენ, ხოლო ნებაყოფლობითი მოწყალების აღმნიშვნელი ტერმინია სადაყა. ისლამის მიხედვით, ზაქათი ადამიანის ქონების განწმენდაა. ისლამის შეხედულებით, როგორც განბანვა განწმენდს ადამიანის სხეულს და ლოცვა განწმენდს ადამიანის სულს, იგივენაირად ზაქათი განწმენდს მის ქონებასა და მის სულს სიხარბისა და მომხვეჭელობისგან. ისლამში ზაქათი არის საშუალება, რომ ადამიანმა, რომელსაც ღმერთმა მიანიჭა ნივთიერი დოვლათი, განწმინდოს ის და განიმტკიცოს მისი მფლობელობა. აღსანიშნავია, რომ აკრძალული გზით ნაშოვნი ქონებით ზაქათი არ მიიღება. ზაქათის გაღება ამშვიდებს გამცემის სულს, ამცირებს სიხარბესა და მომხვეჭელობას, აძლიერებს თანაგრძნობასა და მოწყალებას ადამიანებს შორის. გარდა სულიერი მოგებისა, ზაქათი ხელს უწყობს საზოგადოებაში დოვლათის თანაბარ განაწილებას, ამცირებს საზოგადოების კლასობრივ ფენებად დაყოფას და ანტაგონიზმს, ეხმარება ნივთიერად შეჭირვებულ ფენებს.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ზაქათი&oldid=6109“-დან