გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ზემო ბოლის სახვნელი

ზემო ბოლის სახვნელი


ორხელა გუთნის ვარიანტი. დადასტურებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ბოლში. ის მოკლე მხრით, ხმალათი, შოლტათი და შესაბმელ ხართა რაოდენობით ბარულ გუთანს და მის ვარიანტს - მესხურ ჯილღას ემსგავსება და სახვნელი იარაღების განვითარების სქემაში გარკვეულ ადგილს იჭერს. ყველა მონაცემის მიხედვით ის ბარულ გუთანში გადასვლის ერთ-ერთი რგოლი უნდა იყოს.