თაგვობა
თაგვობა
შდრ.: თაგვაობა
ასკილით თაგვების გარეკვა ყველიერში. მოძრავი ხალხური რიტუალი. ყველიერის ბოლოს, კვირას, ასკილის ტოტზე წამოცმული საკვებით, დიასახლისი მოივლის სახლის კუთხე-კუნჭულს სიტყვებით: "თაგვო - გარე, გარეო" (3-ჯერ წარმოსთქვამს ამ სიტყვებს ყოველ ალაგას); შემდეგ, გადის ეზოდან და ამ ასკილის ტოტს რაც შეიძლება შორს, გზაზე ტოვებს. ამ მაგიური რიტუალით, თაგვებს სახლის გარეთ ისტუმრებენ და სჯერათ, რომ ოჯახის სარჩოს, მღრღნელებს აარიდებენ.