გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თაღი

თაღი

თაღი


არქიტექტურული დეტალი, კედლის ღიობის ან ორ საყრდენს (ბოძებს, სვეტებს, პილონებსა და ა. შ.) შორის მრუდწირული გადახურვა.

თაღის საყრდენ კვეთს ქუსლი ეწოდება, ხოლო მის უმაღლეს შუა კვეთას კლიტე. მალის ზომის, დატვირთვისა და დანიშნულების მიხედვით თაღს აგებენ ქვისაგან, ლითონისა და ხისაგან. მოხაზულობის მიხედვით თაღი არის ნახევარწრიული (ყველაზე გავრცელებული), მცოცავი (სხვადასხვა სიმაღლის საყრდენებით), ნალისებრი (გავრცელებულია არაბული ქვეყნების არქიტექტურაში), კილისებრი, სამ და მრავალფრთიანი, ისრული (გოთური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი) და სხვ.

თაღი (ქვის) პირველად ძველ აღმოსავლეთში გამოჩნდა (ქვის გამოყენების მიზეზი დიდმალიანი კოჭოვანი გადახურვისათვის გამოსადეგი ხის უქონლობა იყო). შემდეგ თაღი ფართოდ გავრცელდა ანტიკური რომის არქიტექტურაში (შენობებში, აკვედუკებში, სატრიუმფო თაღებში). იგი დღესაც ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ელემენტია.


თაღების სახეობებია

  • ამაღლებული თაღი
  • აწეული თაღი
  • ბრტყელი თაღი
  • განმტვირთავი თაღი
  • გარესაყრდენი თაღი
  • გოთიკური თაღი
  • დაკიდებული თაღი
  • დამრეცი თაღი
  • დაწეული თაღი
  • დახრილი თაღი
  • დეკორატიული თაღი
  • ელიფსური თაღი
  • ვენეციური თაღი
  • ირიბი თაღი
  • ისრული თაღი
  • კბილა თაღი
  • კილისებრი თაღი
  • კონცენტრული თაღი
  • ლანცეტისებრი თაღი
  • მარაოსებრი თაღი
  • მრავალცენტრიანი თაღი
  • შეისრული თაღი
  • მცოცავი თაღი
  • ნავისებრი თაღი
  • ნალისებრი თაღი
  • ნახევარწრიული თაღი
  • ოვალური თაღი
  • ორსახსრიანი თაღი
  • პარაბოლური თაღი
  • პორტალური თაღი
  • საბჯენი თაღი
  • საკოჭიანი თაღი
  • სამსახსრიანი თაღი
  • საყრდენი თაღი
  • სოლისებრი თაღი
  • სწორი თაღი
  • უსახსრო თაღი
  • ღია თაღი
  • შექცეული თაღი
  • ცრუ თაღი
  • წრიული თაღი
  • ხიდის თაღი

კატეგორია:თ1]]

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=თაღი&oldid=13997“-დან