თემი
თემი
1. საქართველოს მთიანეთში ერთი გვარის მოსახლეობა, საერთო წეს-ჩვეულებითა და სალოცავით;
2. სოფელთა ჯგუფები;
3. ქვეყნის ერთი ნაწილი (სულხან-საბა).
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში "თემი", საერთო სისხლისმიერი წარმომავლობის დასახლებათა ერთობის აღმნიშვნელ ტერმინადაა დამკვიდრებული - მაგ: ლატალის თემი, მულახის თემი, ღების თემი, სურების თემი და ა.შ.
თემი[1]
1. (ისტ.) ქვეყნის ნაწილია, მხარე, კუთხე, გაერთიანებული გეოგრაფიულ-ეთნიკური ნიშნის მიხედვით.
2. საქართველოს მთიანეთში - ერთი გვარის მოსახლეობა.
თემი[2]
ადრინდელი, გვაროვნული, სისხლით ნათესაობის ბუნებრივ საწყისებზე წარმოქმნილი სოციალური ორგანიზაციის ფორმა.
წყაროები
- ზემოთ ასვლა ↑ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული, რედ. არნოლდ ჩიქობავა, თბ. 1986, გვ. 239
- ზემოთ ასვლა ↑ ქსე, ტ. 4, თბ. 1979, გვ. 649