გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თოგალი

თოგალი


სინონიმი: მაია

სპილენძის ჟანგი, იხმარება თიხის ჭურჭლის ჭიქურქვეშა მოხატულობისათვის, ამავე დროს, იგი მწვანე ჭიქურის კაზმის აუცილებელი შემადგენელი მასალაა. თოგალი სპილენძის დამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენია.

თიხის სპეციალისტი თოგალს გააშრობს და თონის ცალზე, ანდა ტყვიის საწვავ ქურაში დაწვავს. თოგალი შავია, ცეცხლს რომ შეუკეთებენ გაწითლდება, ცეცხლიდან გადმოღებული ნაცრისფერი ხდება. დამწვარი თოგალი, ჭიქურის შემადგენელი წამლებიდან წისქვილში ყველაზე ბოლოს უნდა დაიფქვას, შემდეგ წისქვილი კარგად უნდა გაირეცხოს, რადგან მისი ფერი სხვას არ შეერიოს. თაღარში ჩაყრილ დაფქულ თოგალს, ზომაზე დაასხამენ წყალს ისე, რომ დოსავით იყოს, ოდნავ სქელი. გახსნილ-გამზადებული თოგალით ჭურჭელზე მოხატვა ხდება საგანგებო ყალმით, კახელი ხელოსნები ვირის ფაფრის გარდა კამეჩის ბალნით ან ცხენის ძუის ფუნჯით სარგებლობენ. შროშელი მეჭურჭლეები ჭურჭელს, ჯოხზე დახვეული ბამბის საშუალებით ხატავენ. მოხატვის დროს მეჭურჭლე უნდა ფრთხილობდეს, რათა ზედმეტი რაოდენობით წასმული თოგალის სითხე ჭურჭელზე არ ჩამოიღვენთოს.


წყაროები