გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

იან-დეცეში

იან-დეცეში


დღეობა ლატალის თემში, ერთი მოსაზრებით, ფეტვის "ღვთაებისადმი" განკუთვნილი დღესასწაული. შესაწირი მიჰქონდათ ღვთაება იანის - ფეტვის მოსავლის მფარველის სახელზე. მეორე მოსაზრებით კი, იან-დეცეში ფუნქციურად და ეტიმოლოგიურად იგივე მართალი ანაა, ხოლო იენიშერი - მისადმი მიძღვნილი დღეობა (სვანეთი).

ეს დღესასწაული შეიცავს შემდეგ მომენტებს: (1) ფეტვის საუკეთესო მარცვლების შერჩევა საწესო პურისთვის (გვიზი); (2) შესაწირავი ფეტვის ცომი; (3) საწესო ფეტვის კოკრები და მათ შორის "ფეტვა შდა", ფეტვის თავთავის გამომსახველი კოკორი; (4) ფეტვის მოსავლის გადარჩენის მიზნით ჩასატარებელი ლოცვა-შესაწირავი რიტუალი.