იატაგანი
იატაგანი
ცივი იარაღის ტიპი. ცალლესული. XVI საუკუნიდან ცნობილია, როგორც იანიჩარების იარაღი, მაგრამ გარდა თურქეთისა, იატაგანს ახლო აღმოსავლეთის, ბალკანეთის და სამხრეთ ამიერკავკასიის ჯარებშიც ხმარობდნენ. მის ზოგიერთ სახეობას ორმაგად გაღუნული, ტალღოვანი პირი აქვს. ეს იარაღი უვადაჯვროა. ტარი გაკეთებულია ძვლისაგან ან ლითონისაგან, რომელიც ბოლოში ფართოვდება და ორკაპა სახეს ღებულობს. პირი ქარქაშში ორკაპა ნაწილამდე ჩადის. იატაგანის ქარქაში ძირითადად ტყავგადაკრული ხისაგან კეთდებოდა.