გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ინიციაცია

ინიციაცია


(ლათინური: initiatio) რიტუალთა და წესთა ერთობლიობა, რომლებიც თან ახლავს ინდივიდის ან პირთა ჯგუფის ერთი ცხოვრებისეული მდგომარეობიდან სხვა მდგომარეობაში გადასვლას. პრიმიტიულ ხალხებში აღნიშნავს მომწიფების ასაკიდან ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაზე გადასვლას, ეზოტერიკულ რელიგიებში – საერო სამყაროდან საღმრთო ცხოვრების წესზე გადასვლას. როგორც წესი, ინიციაცია სამ ეტაპს მოიცავს: კანდიდატის მისთვის ჩვეული სამყაროდან განცალკევებას; გამოცდას, რომლის დროსაც კანდიდატმა წინააღმდეგობის გაწევის უნარი უნდა გამოავლინოს; მიღების, ანუ თვით დადგინების წესს.