ისლამი
ისლამი
(არაბ. الإسلام; ალ–ისლამ, "მორჩილება", "მშვიდობა", "თავისუფლება") მაჰმადიანური რელიგია (მაჰმადიანობა), მუსლიმანობა. ჩამოყალიბდა VII ს-ის 20-იან წლებში არაბეთის ნახევარკუნძულზე (დღევანდელი საუდის არაბეთი). მაჰმადიანობამ სახელწოდება მიიღო მისი დამაარსებლის - მუჰამედის (მაჰმადის) (570-632) სახელისგან. დღეისათვის მილიარდზე მეტი მუსლიმანი ცხოვრობს მსოფლიოში. საქართველოში მათი რიცხვი ნახევარ მილიონს აღემატება. ისლამის ძირითადი მიმართულებები; სუნიზმი და შიიზმი. საქართველოში ცხოვრობენ სუნიტებიც და შიიტებიც. მუსლიმანთა ძირითადი საკულტო ნაგებობებია მეჩეთი , მინარეთი და მაზარი. საქართველოში მუსლიმანთა ცენტრია თბილისის მეჩეთი.