კაბა-კარდი
კაბა-კარდი
მამაკაცის სამგლოვიარო ტანსაცმელი. გლოვის დროს საქართველოში მამაკაცთათვის მიღებული იყო ქამარ-ხანჯლის გარეშე შავი ჩოხების ტარება. სპეციალურ ტანსაცმელს, რომელსაც ამ დანიშნულებით იყენებდნენ, ზემო იმერეთში კაბა-კარდი ერქვა, აღმოსავლეთ საქართველოში კი კაბა, რომელიც იყო ახალუხის ტიპისა ყოველგვარი გაწყობის გარეშე.