ელეგი
(გადმომისამართდა კანთარი-დან)
ელეგი
სინონიმები: ელეღი, კანთარი, დუშლუღი
- მამაკაცის წელსზევითა ტანსაცმელი, ორად მოკეცილი ქსოვილისა, უსახელო, მაღალსაყელოიანი, გვერდებზე შეჭრილი. იკვრებოდა ღილებით. იცვამენ ჩოხის ქვეშ (ხევსურეთი); მასალად გამოიყენებოდა აბრეშუმი, შალი, მაუდი, ხშირად წინა და უკანა ზურგი სხვადასხვა ქსოვილისაა. დასარჩულებული იყო ფერადი ბამბის ქსოვილით. მისი ნაწილებია: წინა ორი კალთა და ზურგი. წინ მთლიანად ჩახსნილი და ღილ-კილოებით შესაკვრელი. "ჟილეტის" ტიპის ეს უსახელოებო ჩასაცმელი იყო საყელოიანი და უსაყელოც, გულისპირზე ჯიბით მორთული იყო სირმით და ზოგჯერ აპლიკაციითაც. უსახელებო ელეგს მეორენაირად "საზაფხულო ზუბუნსაც" უწოდებდნენ.
- ქალის წელზევითა სამოსი, უსახელო. იცვამენ გულმკერდის დასაფარავად.