კარატის ხატი
კარატის ხატი
სალოცავი ხევსურეთში, ლიქოკის ხეობაში. ხალხის რწმენით, მის დროშას შეეძლო წყალში დამხრჩვალთა ან ზვავში მოყოლილთა მოძებნა, რათა მათს სულებს ეშმაკნი არ დაპატრონებოდნენ. კარატის ხუცესი დროშით ეძებდა მიცვალებულს, სადაც ნახავდნენ, იქ დაკლავდნენ ცხვარს და აღმართავდნენ ჯვარს. ასეთი რიტუალის შემდეგ, მათი რწმენით, სული თემში ბრუნდებოდა.