კახეთი
ისტორიული მხარე საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. დღევანდელი კახეთი იყოფა ოთხ ნაწილად: შიდა კახეთი (მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპირო), გარე კახეთი (მდ. ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდ. ალაზნის მარცხენა სანაპირო). აღმოსავლეთი ნაწილი დღეს აზერბაიჯანის შემადგენლობაშია და საინგილოს სახელს ატარებს.