გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კახელები

კახელები


ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ კახეთის მხარის ტერიტორიაზე. კახელები საუბრობენ კახურ დიალექტზე, რომელიც ლიტერატურული ქართული ენის ერთ-ერთი საფუძველია. ეთნოგრაფიულ-ლინგვისტური თვალსაზრისით კახელებს შორის ცალკე გამოყოფენ ქიზიყელებს და ინგილოებს.

ვახუშტი ბატონიშვილი კახელებს ასე ახასიათებს:

"ხოლო კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი და მგზავსნი ყოვლითავე ქართველთა ზნითა, ჩუეულებით და ქცევით, არამედ ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი, უფრო გლეხნი, ერთგულნი, მოსილნი ქართულად, ენითა და სარწმუნოებითა ქართლისათა, და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი".

"ქიზიყელები ამაყი ხალხია. ცოტაოდენს წყენასაც არავის არ დაუთმობენ და არავის ადვილად არ დაებრიყვებიან. დამოუკიდებლობა მათ ძლიერ უყვართ. სიტყვა-პასუხში, სიარულსა და მიხვრა-მოხვრაში ქიზიყელებს აშკარად ეტყობათ, რომ ბატონ-ყმობის უღელი კისერზე არა სდგომიათ და არ დაუჩაგრავს... როცა კარგად დააკვირდები, დარწმუნდები, რომ ესენი ნიჭიერი ხალხია"[1]


ლიტერატურა
  1. ვახუშტი ბატონიშვილი, საქართველოს გეოგრაფია, თბ. 1904