კეცი
კეცი
- კერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც კერის შუაგულში იყო; ფიქლის, ბასრი ან თლილი ქვის (ანდეზიტის). სინონიმი: კოკლი (ხევი);
- თიხის ან რბილი ქვისაგან დამზადებული ცეცხლგამძე, დაბალგვერდებიანი ჭურჭელი. იხმარება მჭადის, პურის საცხობად;
- საზედაშე ქვევრი, რომელიც ჩაშენებული იყო მეზირის მთავარანგელოზის ეკლესიის კედელში. იხსენიება ბარბალ დოლაშის საგალობელში (სვანეთი).
- იხ.: კოკლი