გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კილო

კილო


  1. კილო... (ქართული აღნიშვნა კ; საერთაშორისო k) — ფიზიკური სიდიდის ერთეულის სახელწოდების თავსართი ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. წარმოადგენს თავსართს იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესაქმნელად, რომლებიც ოდენობით შეესაბამება 103 (1 000, ათასი) ამოსავალ ერთეულს. ოფიციალურად მიღებულია 1795 წელს, მაგრამ ფართოდ უფრო ადრეც გამოიყენებოდა. წარმოშობილია ბერძნულიდან — χίλιοι (ათასი).
  2. იხ.: დიალექტი;
  3. ღილის შესაკრავი ჭრილი ტანსაცმელზე; კიდეებამონემსილი, საღილე;
  4. ხევსურული ორნამენტის ერთ-ერთი სახე;
  5. ქალამნის ქუსლთან და შუაში აქეთ-იქით გაკეთებული თასმით ამოსაყრელი (ფშავი);
  6. ჰანგი, საგალობელი კილო;
  7. ისრის ბოლო ჭდე, რომლითაც იგი მშვილდის ლარს ებჯინება.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=კილო&oldid=8195“-დან