კოდი
კოდი
- მარცვლეულის შესანახი და საწყაო ჭურჭელი. კეთდება ხის გულამოღებული მორისაგან. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. გამორჩეულად დიდი კოდი ნახევარ ტონა მარცლეულსაც იტევდა;
- მშრალი პროდუქტის სათავისი;
- მთლიანი ხის მოგრძო ჭურჭელი, წყაროსთან დადგმული, საქონლის დასარწყულებლად;
- გულამოღებული უძირო მორი, რომელიც წყაროშია შვეულად ჩადგმული წყლის დასაგროვებლად და სადინარის სათავედ;
- ფუტკრის გეჯა, რომელსაც შვეულად დგამენ.