კონჩხა
კონჩხა
სინონიმი: მათარა
- ხის საწყლე ჭურჭელი. მონადირეებს წყალი დააქვთ პანტის, ვაშლისა და მსხლის ხისაგან გამოთლილი კონჩხით (შიგა კახეთი, თუშეთი). მეცხვარეს იგი, ჩვეულებრივ, წელზე ჰკიდია (ფშავი);
- ხის ყურიანი ჭიქა. ზოგჯერ ორი ასეთი ჭიქა ერთ ხეშია ამოღებული, რომელთაც მილი აერთებს. ერთს რომ სვამ, მეორეც იცლება (ერწო-თიანეთი).