გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კულა

სასმისი კულა

კულა


  1. ვიწროყელიანი, მუცლიანი ღვინის სასმისი; კულას ტანი განიერი, ნახევრად ცილინდრული, კვერცხისებური მოყვანილობისა აქვს და ჩიბი ეწოდება. ყელი აქვს გრძელი, აგრეთვე ე.წ. პირჩახეული ტუჩი. კულას ყელი პირისაკენ თანდათან ვიწროვდება;
  2. სახლის შუაგულში აღმართული ქვის ოთხკუთხედი სვეტი, რომელიც კეზის - თავხის საყრდენი იყო;
  3. სახლის მშენებლობისას საყრდენად გამოყენებული, ოთხკუთხედად ამოყვანილი და მშრალი წყობით მკვიდრად ნაგები ქვის ბოძი (ხევი);
  4. სამსართულიანი ციხე-სახლი, რომლის პირველი სართული საქონლის სადგომად გამოიყენებოდა;
  5. კალოს ბოძი (ხევსურეთი);
  6. ყორეს ბოძი;
  7. ქვისგან აგებული მთავარი სვეტი ხევსურულ სახლში.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=კულა&oldid=8215“-დან