გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კურტანი

კურტანი


  1. სახედრის ან ცხენის კეხი ტვირთის საზიდავი;
  2. ადამიანის მიერ ზურგით ტვირთის საზიდი სპეციალური საზურგე. ამზადებდნენ ტყავისაგან. განთქმული იყვნენ ახალციხელი ხელოსნები. ტყავი გამოჰყავდათ დაბახანებში. ძვირად ფასობდა კამეჩის ტყავის კურტანი. კურტნით ტვირთის მზიდავებს მეკურტნეებს უწოდებდნენ;
  3. ორი ფიცარი სახურავის წვერზე კრამიტების თავის დასაფარავად.