გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კურული

კურული


იხ. აგრეთვე: ბუღების ჭედობა

კუროსთან, ხართან ჭიდაობა, თამაშად ქცეული რიტუალი. ძირითადად დამოწმებულია დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის მოსახლეობაში, სამეგრელოში იმართებოდა კვირა დღეს, სოფლის ახლოს მოედანზე. გამოჰყავდათ საგანგებოდ გაწვრთნილი ხარი, მიაბამდნენ მოედნის ცენტრში ჩასობილ პალოზე და 2 კაცი, გარკვეული წესების დაცვით აღიზიანებდა. შემდგომ გახელებულ ხარს აუშვებდნენ და ერთ-ერთი იწყებდა მასთან ბრძოლას. კურულის მიზეზი იყო ხარის და დაძლევა, შეკვრა და წაქცევა. საღამოს იმავე ადგილას იმართებოდა ფალავანთა ჭიდაობა. სვანეთში ასეთი ხარების ჭიდაობით იწყებოდა დიდი ღმერთის სახელობის დღესასწაულთა ციკლი უფლიშიერი, რომელიც თომას კვირას (აღდგომის მომდევნო კვირა, კვირაცხოველობა) დგებოდა და 5-6 კვირა გრძელდებოდა. ამ დღეს ლასკარებს (სამეზობლოებს) ან ცალკეულ თემებს გამოჰყავდათ დიდი ღმერთის სახელზე შეწირული კუროები ან რჩეული ხარები, არაყს დაალევინებდნენ, გაახელებდნენ და რიგ-რიგობით მიუშვებდნენ ერთმანეთზე. ხარების ჭიდაობა გურიასა და რაჭაშიც სცოდნიათ, მაგრამ რელიგიურ-საკულტო მნიშვნელობით მხოლოდ სვანეთში იყო შემორჩენილი.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=კურული&oldid=8247“-დან