გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კუტალი

კუტალი

კუტალი


  1. ძირჩადგმული, ცილინდრისებური სამ დაბალ ფეხზე შემდგარი ხის ჭურჭელი, რომელსაც აქვს მილი, ყელი, ტანი, გვამი და სახელური. კუტალი ითლებოდა ორი მტკაველი სიგრძის ხისაგან, მის ტანს ხოწით ამოთლიდნენ, ხოლო ყელს შამფურით ჩასწვავდნენ. ნედლ კუტალს ფიჭვის ხმელ ძირს ჩაუდგამდნენ. კუტალს დიდი რაოდენობით ამზადებდნენ მესხეთ-ჯავახეთის სოფლებში, განსაკუთრებით გამოირჩეოდა გოდერძისა და წინუბნის კუტალები. წყლით ავსებულ კუტალს სახელურით ზურგზე მოიკიდებდნენ, აქედანაა წარმოშობილი იმერულ დიალექტში შესული სიტყვა მოკუტალება;
  2. საცობი ვიწროპირიანი ჭურჭლისათვის (ქიზიყი).