გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ლალხორა მიშლადეღ

ლალხორა მიშლადეღ


ეცერის თემში, ყოველწლიურად, ოქტომბრის თვის მეორე კვირას იმართება დიდი დღეობა – ლალხორის (კრებულის) კვირადღე. დღეობა იმართება ეცერის თემის მთავარ ეკლესიასთან, ფხუტრერის მთავარანგელოზთან. დღეობის დაგეგმარება შემდეგი ფორმისაა: ყოველი მორიგი დღეობის დრო ცხადდება უკვე მიმდინარე დღეობის დასასრულს. დღეობამდე რამდენიმე ხნით ადრე მორიგე პირები ჩამოივლიან მთელ თემს, მის ყველა სოფელს და ყველა კომლს და შეაგროვებენ სადღესასწაულო შემოწირულობას: ზედაშის (ნათავედი, წმიდად გამოხდილი არაყი), ფულის, ფქვილის, ყველის სახით. ზედაშეს, ფქვილსა და ყველს მორიგე ოჯახში დააბინავებენ, ფულით კი ერთ უნაკლო ხარს ყიდულობენ.

დღეობა იწყება კვირა დილით. სრულდება ხალხური ლოცვა - ლიმზჷრ. მლოცველი მამაკაცები მიეახლებიან ეკლესიას და შესწირავენ ზვარაკს (ხარს), ლოცულობენ საქართველოს, სვანეთის, ეცერის თემის მშვიდობიანობისათვის. ლოცვის ნივთიერი გამოხატულებაა ზედაშე, ლემზირი, თეფშზე დადებული ზავარაკის შემწვარი გულღვიძლი და ანთებული სანთლები. ლოცვის შემდეგ წარმოთქვამენ საგალობლებს: "დიდაბ"-ს, "ჯგჷრაგ"-ს. ლოცვის დასრულების შემდეგ იმართება საერთო ტრაპეზი.


ლიტერატურა:

  • ეკა ჭკუასელი, ქართული რელიგიური წეს-ჩვეულებები და ხალხურ დღეობათა სარიტუალო ლექსიკა (სვანეთისა და სამეგრელოს ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით), სადოქტორო დისერტაცია, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, თბ., 2014