გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ლამპრობა

ლამპრობა

ლამპრობა


წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ხალხური დღეობა. აღინიშნება მეზვრისა და ფარისევლის კვირის კვირა დღეს. გადმოცემით, უძველეს დროში სვანეთს მტრის ურიცხვი ლაშქარი შემოესია. ქართველებმა მტერს წმინდა გიორგის დახმარებით სძლიეს და ამ დღის აღსანიშნავად დააწესეს დღეობა. ყოველი ოჯახი ანთებს თითო ლამპარს ოჯახის წევრი მამაკაცების მშვიდობიანობისთვის. ლამპრები მზადდება არყის, მუხისა და წიფლის ხეებისგან. ანთებული ლამპრებისგან ანთებენ ერთობლივ კოცონს სასოფლო მოედნებზე - სვიფებში, ეკლესიების მახლობლად, ლოცულობენ წმიდა გიორგის სახელზე და ასრულებენ ამ წმინდანისათვის მიძღვნილ საგალობელს - ჯგჷრაგს. ლოცვის შემდეგ იმართება ტრაპეზი - ლხინი (სვანეთი).