გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ლიმზირი

ლიმზირი


ლოცვა სვანეთში. სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან მზერა (ივ. ჯავახიშვილი). შეიცავს ძველი ქართული ჟამისწირვის ელემენტებს. მლოცველს აუცილებლად თან აქვს ზედაშე, ლემზირი, სანთელი. მლოცველი უნდა იყოს განწმენდილი, ნამარხულევი. ლოცვა არის ინდივიდუალურიც და კოლექტიურიც (დიდი საუფლო დღესასწაულების დროს იკვლება საკლავიც). ლოცვას აღავლენენ ეკლესიებში, ეკლესიების მინაშენებთან, ასევე შინ, სახლის აღმოსავლეთ კედელში დატანებულ სარკმელთან.