გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ლიფანალი

ლიფანალი


მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი, მათი დასაპურებელი, საამებელი და შემწეობის "შესათხოვარი" ხანიერი სარიტუალო და ბუნების აღორძინებასთან დაკავშირებული დღეობა. გადმოცემით, ამ დღეებში მიცვალებულთა სულები სტუმრობდნენ თავიანთ ოჯახებს. სადღეობო ციკლი მიზნად ისახავდა ოჯახის კეთილდღეობას, მიწის ბარაქიანობას. მიეკუთვნება ხანგრძლივ დღეობათა ციკლს. ზემო სვანეთში იწყება წყალკურთხევის წინა დღეს და გრძელდება მომდევნო ორშაბათამდე, ხოლო ქვემო სვანეთში იწყება ახალი წლის მომდევნო ხუთშაბათს და გრძელდება მის სწორამდე (იხ.: მკვდარი ჩამოე). სულების "მოსვლას" დიდი ზეიმით, გაწყობილი სუფრით, ცეკვა-თამაშით ხვდებოდნენ და ამთავრებდნენ ოჯახიდან სულების საიქიოს "გასტუმრების" რიტუალით.