გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მეფეთა ველი


ძველი აღმოსავლეთი

მეფეთა ველის მდებარეობა აეროფოტოზე (ისარი უჩვენებს ადგილს)

მეფეთა ველი (არაბ. وادي الملوك, Wādī al Mulūk), მეფეთა კარიბჭის ველი (არაბ. وادي ابواب الملوك, Wādī Abwāb al Mulūk), არის ველი ეგვიპტეში, სადაც 500 წლის განმავლობაში, ძვ. წ-აღ. მე-16 საუკუნიდან ძვ. წ-აღ. მე-11 საუკუნემდე ფარაონებისა და ეგვიპტელი დიდებულებისათვის გამართული იყო დასაკრძალი აკლდამები ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს ხანაში (ძველი ეგვიპტის მე-18მე-20 დინასტიები).

ველი მდებარეობს მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, ძველეგვიპტური ქალაქის თებეს (თანამედროვე ლუქსორი) საპირისპირო მხარეს, თებეს ნეკროპოლისის შუაგულში. ვადი შედგება ორი ველისაგან: აღმოსავლეთ ველისა (სადაც თავმოყრილია სამეფო აკლდამების უმეტესობა) და დასავლეთ ველისაგან.

2005 წელს ახალი აკლდამის KV63-სა და 2008 წელს კიდევ ორი ახალი აკლდამის ჩასასვლელის აღმოჩენის შემდეგ ველზე გამოვლენილი სამარხებისა და აკლდამების რიცხვი 63-ს მიაღწია (სადაც წარმოდგენილია როგორც უბრალო ორმოსამარხები (მაგ. KV54), ასევე დიდი კომპლექსები (როგორიცაა მაგ. KV5, რომელიც 120 სამარხისგან შედგება). ეს იყო ახალი სამეფოს ფარაონებისა და დიდებულების მთავარი დასაკრძალი ადგილი. სამეფო აკლდამები შემკულია სცენებით ეგვიპტური მითოლოგიიდან და წარმოდგენას გვიქმნის მაშინდელი რწმენისა და დაკრძალვის ტრადიციების შესახებ. თითქმის ყველა აკლდამა გახსნილი და გაძარცულია ძველ დროს, მაგრამ ისინი მაინც გვიქმნის წარმოდგენას ფარაონების სიმდიდრისა და ძალაუფლების შესახებ.

ეს მიდამოები არქეოლოგებისა და ეგვიპტოლოგების შესწავლის ინტერესს მე-19 საუკუნის ბოლოდან წარმოადგენს და სულ ახალი და ახალი აღმოჩენები კვლავ აღრმავებს მეცნიერთა ინტერესს. ბოლო დროის უდიდესი აღმოჩენა იყო ტუტანხამონის KV62 აკლდამის აღმოჩენა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არქეოლოგიურ აღმოჩენად ითვლება. 1979 წელს ის თებეს ნეკროპოლისთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.


G41G1Aa1
D21
O1O29
Y1
A50sZ4
Y1
G7N35C11Z2
N35
M4M4M4t
Z2
N35
O29
O1 O1
G7S34U28sD2
Z1
R14t
t
N23 Z1
N35
R19t
O49
G7
მეფეთა ველის პანორამა, ხედი სამხრეთიდან

აღმოსავლეთი ველი


KV1KV2KV7KV8KV4KV45KV46KV3KV 44KV28KV27KV21KV60KV19KV20KV43KV39KV14KV38KV15KV30KV30KV59KV40KV26KV37KV32KV47KV13KV36KV29KV61KV36KV49KV56KV56KV20KV16KV18KV54KV17KV62KV11KVfKV42KV34KV33KV12KV9KV57KV6KV5Valleyofthekings 3.jpg
ამ სურათის შესახებ

მეფეთა ველზე გათხრილ აკლდამათა უმრავლესობა აღმოსავლეთ ველზე მდებარეობს.


ნომერი სახელი პერიოდი კომენტარი
KV1 რამზეს VII მეოცე დინასტია
KV2 რამზეს IV მეოცე დინასტია
KV3 რამზეს III-ს უცნობი ვაჟი მეოცე დინასტია
KV4 რამზეს XI მეოცე დინასტია
KV5 რამზეს II-ს შვილები მეცხრამეტე დინასტია ჯერჯერობით 120 ოთახია გამოკვლეული. გათხრები არ დასრულებულა.ეს არის მეფეთა ველის ყველაზე დიდი აკლდამა.
KV6 რამზეს IX მეოცე დინასტია
KV7 რამზეს II მეცხრამეტე დინასტია
KV8 მერენპტაჰი მეცხრამეტე დინასტია
KV9 რამზეს V და რამზეს VI მეოცე დინასტია ასევე ცნობილია 'მემნონის' აკლდამის სახელით.
KV10 ამენმესე მეოცე დინასტია
KV11 რამზეს III მეოცე დინასტია
KV12 უცნობი მე-18 და მე-19 დინასტიები საგვარეულო აკლდამა
KV13 მრჩეველი ბაი. მოგვიანებით ამენჰერხეფშეფი და მენთუჰერხეფშეფი მე-19 და მეოცე დინასტია
KV14 ტაუსერტი, მოგვიანებით დაკრძალეს სეთნახტე მე-19 და მე-20 დინასტიები
KV15 სეთი II მეცხრამეტე დინასტია
KV16 რამზეს I მეცხრამეტე დინასტია
KV17 სეთი I მეცხრამეტე დინასტია
KV18 რამზეს X მეოცე დინასტია
KV19 მენთუჰერხეფშეფი რამზეს IX-ს ვაჟი მეოცე დინასტია
KV20 თუთმოს I და ჰათშეფსუტი მეთვრამეტე დინასტია
KV21, KV26, KV27, KV28, KV29, KV31, KV33, KV37, KV44, KV59 უცნობი ახალი სამეფო ძირითადი მფლობელები უცნობია
KV30 უცნობი მეოცე დინასტია
KV32 თია'ა, ამენჰოტეპ II-ს მეუღლე მეთვრამეტე დინასტია
KV34 თუთმოს III მეთვრამეტე დინასტია
KV35 ამენხოტეპ II მეთვრამეტე დინასტია მრავალრიცხოვანი მუმიემი, მათ შორის ბევრი მეფისა, აქ იქნა გადმოსვენებული (იხ. სია).
KV36 მაიჰერფრი მეთვრამეტე დინასტია ჰათშეფსუტის დროინდელი დიდებული
KV38 თუთმოს I მეთვრამეტე დინასტია შესაძლებელია თუთმოს III-ს მიერ იყო ამ მეფისთვის მომზადებული
KV39 სავარაუდოდ ამენხოტეპ I-ს აკლდამა მეთვრამეტე დინასტია
KV40 მეფეთა ქალიშვილებისა და ვაჟების აკლდამა მეთვრამეტე დინასტია სამარხები ამენხოტეპ III-ს პერიოდით თარიღდება. მოგვიანებით ჩაშვებული იყო 22-ე დინასტიის სამარხები
KV41 უცნობი მეთვრამეტე დინასტია შესაძლოა დედოფალ თეთიშერის? აკლდამა იყოს
KV42 დედოფალი ჰათშეფსუტ-მერიეთრე მეთვრამეტე დინასტია
KV43 თუთმოს IV მეთვრამეტე დინასტია
KV45 უსერჰეტი მეთვრამეტე დინასტია დიდებული
KV46 იუია და თიუიუ მეთვრამეტე დინასტია დედოფალ თიის მშობლები. ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენამდე ეს იყო მეფეთა ველის ყველაზე კარგად შენახული აკლდამა.
KV47 სიპტაჰი მეცხრამეტე დინასტია
KV48 ამენემოპეტი მეტსახელად პაირი მეთვრამეტე დინასტია დიდებული
KV49 უცნობი მეთვრამეტე დინასტია შესაძლოა საკუჭნაო იყო.
KV50, KV51, KV52 უცნობი მეთვრამეტე დინასტია აკლდამებში ცხოველთა ძვლები აღმოჩნდა. შესაძლოა ამენხოტეპ II-ს ცხოველები იყვნენ, რომლის აკლდამაც იქვეა.
KV53 უცნობი ახალი სამეფო
KV54 უცნობი მეთვრამეტე დინასტია ეს შესაძლოა ტუტანხამონის საბალზამე იყო.
KV55 სმენხკარე/ახენატონი მეთვრამეტე დინასტია
KV56 უცნობი მეცხრამეტე დინასტია
KV57 ჰორემჰები მეთვრამეტე დინასტია
KV58 უცნობი მეთვრამეტე დინასტია
KV60 სით-რე მეთვრამეტე დინასტია ჰათშეფსუტის პირფარეში
KV61 უცნობი ახალი სამეფო გამოუყენებელი ჩანს
KV62 ტუტანხამონი მეთვრამეტე დინასტია
KV63 უცნობი მეთვრამეტე დინასტია დანიშნულება უცნობია
KV64 მომღერალი [ქალბატონი] ნეჰმეს ბასტეტი მე-18 და th and ეგვიპტის ოცდამეორე დინასტია|22-ე]] დინასტიები
KV65 უცნობი ახალი სამეფო 2008 წელს აღმოჩენილი ჯერ გაუთხრელი აკლდამის შესასვლელი
KVB – KVT ახალი სამეფო

დასავლეთი ველი


დასავლეთ ველიზე ოთხი აკლდამაა გათხრილი.

WV22ამენხოტეპ III

WV23აი

WV24 – უცნობი.

WV25 – შესაძლოა ახენატონის დაუმთავრებელი აკლდამა იყოს.

WVAამენხოტეპ III-ს საკუჭნაო