გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მითორგინაფა

მითორგინაფა


სინონიმი: მითოდგუმა

სამეგრელოს ყოფაში შემორჩენილი წეს-ჩვეულება, რომელიც თავის დროზე აღწერეს სერგი მაკალათიამ და თედო სახოკიამ. "მითორგინაფას" ჩვეულება სერგი მაკალათიამ შემდეგნაირად აღწერა: "...წინასწარ შეთანხმებით ორსული ქალისაგან ბავშვს იშვილებენ და უშვილო ქალი მუცელზე ბალიშს გაიკეთებდა, ვითომ ორსულად იყო. როდესაც ორსული ქალი მოიმშობიარებდა, უშვილო ქალიც ლოგინად წვებოდა და როგორც მშობიარე, კვნესოდა. ამ დროს მალულად მოიყვანდნენ ახალდდაბადებულ ბავშვს და მას ლოგინში შეუგორებდნენ, რასაც ეწოდებოდა "მითორგინაფა" ან "მითოდგუმა" და ასეთი ბავშვი ითვლებოდა მის ნამდვილ შვილად. „მითორგინაფა“ ბიოლოგიური დედობის მასანქცირებელი წეს-ჩვეულებაა. სიმულაციური აქტი გვიჩვენებს, რომ ბავშვი დედის ღვიძლი შვილია და მათ შორის კავშირი ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ უნდა ყოფილიყო შობის იმიტაციით. ბიოლოგიურ-გენეტიკური კავშირის ჩვენებით, ქალი იმავდროულად ხდება სოციალური დედა, ბიოლოგიური დედობა კი აფუძნებს სოციალურ დედობას (ანთელავა 1986 : 115). „მითორგინაფას“ კუვადას ჩვეულებას უკავშირებს მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი (პროფ. ლ. მელიქსეთ-ბეგი, გ. ჩიტაია, ს. მაკალათია, თ. სახოკია). ეს მსგავსება გამოწვეულია „მითორგინაფასა“ და კუვადის ჩვეულებების გარეგნული მსგავსებით.


წყარო:

  • ნანა აბულაძე, მეგრული საქორწილო ზეპირსიტყვიერება, თბ., 2017