გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მწვანე კახური

კახური მწვანე

კახური მწვანე


კახური ვაზის ჯიში

მწვანე მაღალახარისხოვანი საღვინე ჯიშია. კახეთის თეთრი ჯიშებიდან მწვანე ყველაზე უფრო ნაზ და არომატულ სასუფრე ღვინოს იძლევა. მისგან მზადდება როგორც ევროპული, ასევე კახური ტიპის მაღალხარისხოვანი ღვინოები. იყენებენ სხვა ჯიშის ღვინოების გასაუმჯობესებლად. შედის ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონის მანავის (75% მწვანე კახური + 15% რქაწითელი) და წინანდალის შემადგენლობაში (15%-მდე მწვანე კახური + 75% რქაწითელი). ღვინოს ახასიათებს ციტრუსის არომატი, ტროპიკული ხილის ტონები, მაღალი ალკოჰოლის შემცველობა და მჟავიანობა. ქართული ღვინის კომპანიები ამზადებენ ევროპული ტიპისა და ქვევრის ღვინოს.

კახური წამყვანი ჯიშებს შორის მწვანე ყველაზე ნაკლებად უძლებს ნაცარს, ხოლო ვაზის ჭრაქს - უკეთესად. საშუალო ზრდის სიძლიერის ჯიშია. ფართოდაა გავრცელებული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.