ნათავარი
ნათავარი
- ხატის მამულებიდან აღებული მოსავალი - ქერი და ხორბალი რომელიც ისევ ხატის დღესასწაულზე იხარჯებოდა როგორც პურად, ასევე ლუდის ან არყის გამოსახდელად, აგრეთვე მლოცველთა მიერ ხატისათვის შენაწირი შემოსავალი (ფშავი);
- პირველად მოგებული ძროხის რძისაგან პირველად შენადღვები კარაქი;
- ფარაში პირველად მოგებული ყველაზე დიდი მამალი ბატკანი, რომელსაც ძველად, როგორც წესი ხატს სწირავდნენ;
- მახანთო - ხახმატის ჯვრისათვის გამომცხვარი ქადა.