ნაჭრელაი
ნაჭრელაი
- ნაქარგი (ხევსურეთი);
- ხევსურული ორნამენტის ძირითადი სახე. იკერება კბილაით და სახეები უკეთდება მგზავრაით. ნაჭრელაი ოთხ ნაირია: აბაზიანი, სამაბაზიანი, ოთხაბაზიანი და მანათიანი. ნაჭრელაით გამოჰყავთ კბილაის რქა, ხევსურული რქა, მგზავრაის რქა, პეპელა-კბილაი და ა.შ. ნაჭრელაით ორნამენტის გამოყვანა შილაის გარდა კარგად ნაქსოვ (ცალპირტოტზე) შალზედაც შეიძლება.
ლიტერატურა:
- ვ. ბარდაველიძე, გ. ჩიტაია, ქართული ხალხური ორნამენტი, ხევსურული, თბ., 1939