ნეოლითი
ნეოლითი
(ბერძნ. νεος - ახალი, λιθος – ქვა), ახალი ნეოლითის ხანა, ქვის ხანის ბოლო საფეხური, რომელსაც წინ უსწრებდა მეზოლითის ხანა და შემდეგ შეიცვალა ქალკოლითის ხანით.
ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი თავის საკვებს მარცვლეულის კულტივაციითა და ცხოველთა მოშინაურებით მოიპოვებდა, იარაღის დასამზადებლად (ხისა და ძვლის გარდა) ჯერ კიდევ მხოლოდ ქვას იყენებდა. ნეოლითის განმსაზღვრელი ნიშნებია: მიმთვისებლური მეურნეობიდან (ნადირობა, თევზჭერა, შემგროვებლობა) მწარმოებლურ მეურნეობაზე (მიწათმოქმედება, მეცხოველეობა) გადასვლა, თიხის ჭურჭლის გაჩენა, ქვის იარაღის გაპრიალება, გახვრეტა.
ნეოლითი ანუ ახალი ქვის ხანა, თვისებრივად ახალი საფეხურია პირველყოფილი საზოგადოების განვითარების ისტორიაში. მისი არსი მდგომარეობს ძირეულ ცვლილებებში, რომლებიც მოხდა შრომის იარაღების დამზადების წესში, მეურნეობაში, ყოფასა და საზოგადოებრივ წყობაში. ეს იყო გადასვლა ერთი თვისებრივი მდგომარეობიდან მეორეზე. ამ ცვლილებებიდან ყველაზე არსებითია ის, რომ ნეოლითურმა საზოგადოებამ შექმნა და განავითარა მწარმოებლური მეურნეობის დარგები (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა), რითაც საფუძველი ჩაუყარა ახალ, უფრო მაღალგანვითარებულ და რთულსტრუქტურებიან ცივილიზაციებს.
ხანმოკლე არსებობის (3 ათასი წელი) მიუხედავად, ნეოლითურმა საზოგადოებამ შექმნა და საკაცობრიო კულტურის საგანძურში შეიტანა ბევრად უფრო მეტი და ფასეული, ვიდრე წინამორბედმა საზოგადოებებმა ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ ნეოლითურმა ტომებმა ჯერ არ იცოდნენ ლითონების მიღების ტექნოლოგია, მათ წარმოების განვითარებაში მოახდინეს თვისებრივი ძვრები. განავითარეს ქვის დამუშავების ინდუსტრია, ისწავლეს ქვის მაგარი ქანებისაგან ხეხვა-გაპრიალებისა და ორმხრივი ათლის გზით იარაღების დამზადება. გაჩნდა იარაღების ახალი სახეები: ცულები, სატეხები, სათლელები, თოხები, ბარისებური, წერაქვისებური იარაღები, სათევზაო ბადის საწაფები, სახეხები, სანაყები და რაც მთავარია, სამკელი დანების ჩასართები. ნეოლითელი ტომები დაეუფლნენ მეთუნეობას - თიხის ჭურჭლის დამზადებას, დაიწყეს მარცვლეულის ველური ჯიშების მოშენება-კულტივირება, მოიშინაურეს გარეული ცხოველები და საფუძველი ჩაუყარეს მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. ფაქტობრივად, ნეოლითურმა საზოგადოებამ მოახდინა თვისებრივი ნახტომი, რაც არქეოლოგიურ ლიტერატურაში ნეოლითური რევოლუციის სახელითაა ცნობილი.
ნეოლითური ნამოსახლარების არქეოლოგიური მასალების მიხედვით, საქართველოს ტერიტორია შედიოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ნეოლითური კულტურის ზონაში, რომელიც წარმოადგენს წინააზიური ახალიქვის ხანის ცივილიზაციის ნაწილს.
კავკასიის პირველი ნეოლითური ძეგლები აღმოჩენილი იყო დასავლეთ საქართველოში. 1936 წელს არქეოლოგმა ალ. კალანდაძემ აღმოაჩინა პირველი, ოდიშის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ნეოლითური ნამოსახლარი, ხოლო 1941 წელს მხარეთმცოდნე ა. ლუკინმა გუდაუთაში აღმოაჩინა კისტრიკის ნეოლითური ნამოსახლარი, მაგრამ აღმოჩენებს ნეოლითური ძეგლების სისტემატური შესწავლა არ მოჰყოლია მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო.
ნეოლითური კულტურის სისტემატური შესწავლა დაიწყო 1955 წლიდან, როდესაც აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა დაგეგმა დასავლეთ საქართველოში ამ კულტურის ძეგლების გეგმაზომიერი შესწავლა, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში გამოვლინდა ნეოლითური კულტურის მძლავრი კერები. სადღეისოდ იქ აღმოჩენილია დაახლოებით 70-მდე ნეოლითური ძეგლი, რომლებიც ტერიტორიულად მოიცავს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა ისტორიულ პროვინციას.
კავკასიის რვგიონებიდან შავიზღვისპირეთი ყველაზე მდიდარია ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლებით, ამიტომ იქ ისინი ყველაზე უკეთაა შესწავლილი. შავიზღვისპირეთის ხელსაყრელმა ფიზიკურ-გეოგრაფიულმა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა ნეოლითელი ადამიანის ფართო განსახლება ამ რეგიონში. კულტურული ფენების ხასიათი კი მიუთითებს მკვიდრ დასახლებაზე, რაც მწარმოებლური მეურნეობით უნდა ყოფილიყო განპირობებული.
ნეოლითური ნამოსახლარები სხვადასხვა ტოპოგრაფიულ პირობებში გვხვდება: ღია ნამოსახლარების სახით ისინი განლაგებულია, როგორც უშუალოდ შავი ზღვის ნაპირზე (კისტრიკის ნამოსახლარი), ისე ზღვისპირა უძველეს ტერასებზე (ჩხორთოლი, ღუმურიში, გალი I, ლემსა) და მთისწინა ზეგან-ბორცვებზე (ოდიში, ურთა, ანასეული I, ანასეული II, გურიანთა, მამათი). იქ კი, სადაც ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლეოდა, ნეოლითელი ადამიანი მდინარეთა ხეობების ეხებსა და მღვიმეებსაც (აფიანჩა, აცისა და ცივი მღვიმეები) იყენებდა საცხოვრებლად.
ნეოლითური ძეგლების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ მოწყობილი ერთფენიანი ნამოსახლარებია, რომელთა უმრავლესობაზე ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად კულტურული ფენები დარღვეულია, მცირე ნაწილზე კი შემორჩენილია ნაწილობრივ უძრავი ფენები. გამონაკლისია ადლერის რაიონში აღმოჩენილი ქვედა შილოვკის ნამოსახლარი უძრავი ნეოლითური ფენით, რომელზედაც დასავლეთ საქართველოს ანალოგიური მასალა გამოვლინდა. ამ ძეგლის სტრატიგრაფიულ მონაცემებს მეცნიერები იყვნებენ საქართველოს ნეოლითური კულტურის შესწავლისას.
მღვიმეებსა და კლდოვან ეხებში სტრატიგრაფია უძრავი ნეოლითური ფენებით კარგადაა დაცული.
ღია ნეოლითური ნამოსახლარებიღან საცხოვრებელი ნაგებობის მხოლოდ ფრაგმენტული მასალა (წნულის ანაბეჭდები, ბათქაშები და სარ-ლასტის ჩასამაგრებელი ორმოები) გვაქვს შემორჩენილი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ეს ნამოსახლარები ხასიათდებოდა მიწისზედა, თიხით შელესილი ჯარგვალისა და ფაცხისმაგვარი წნული ნაგებობებით, რომლის შიგნით ცხოვრობდა საერთო კერის მქონე გვაროვნული ჯგუფი.
დასავლეთ საქართველოს ნეოლითური ძეგლების შესწავლის საფუძველზე ამ კულტურაში გამოყოფილია განვითარების სამი საფეხური:
- ადრენეოლითური საფეხური
ხასიათდება შემდეგი ძეგლებით: ცივი მღვიმე I, ანასეული I, აფიანჩა I, დარკვეთი IV, მელოური, ხორში, ლემსა და სხვ. აღნიშნულ ნამოსახლარებზე თიხის ჭურჭელი აღმოჩენილი არ ყოფილა. მეთუნეობა ნეოლითის უფრო მოგვიანო საფეხურზე ჩნდება.
ადრენეოლითელი ტომები შრომის იარაღებს ძირითადად კაჟის, ობსიდიანისა და ქვის მაგარი ქანებისაგან (რიყის ქვა, არგილიტი, ბაზალტი) ამზადებდნენ. კაჟის ბუდობები დასავლეთ საქართველოში მრავლადაა, ობსიდიანი კი ამ რეგიონში არ მოიპოვება. მისი საბადოები ცნობილია სამხრეთ საქართველოდან, კერძოდ ჯავახეთიდან, ფარავნის ტბის მიდამოებიდან, ადგილ ჭიქიანიდან. ნეოლითურ ნამოსახლარებზე აღმოჩენილი ობსიდიანის სპექტრულმა ანალიზმა ცხადყო, რომ დასავლეთ საქართველოს ნეოლითელ ტომებს ეს საიარაღე ნედლეული სწორედ ამ ბუდობიდან მოჰქონდათ.
ადრენეოლითური ეპოქის ობსიდიანისა და კაჟის ინდუსტრია ხასიათდება მიკროლითური და ზედმიწევნით განვითარებული ლამელური ტექნიკით. ლამელები, ანუ კაჟისა და ობსიდიანის სწორწახნაგა ფირფიტები იტკიცებოდა საგანგებოდ მომზადებული გულგულებიდან, ანუ ნუკლეუსებიდან. სწორწახნაგა ლამელა-ჩასართები მაგრდებოდა ხის ან ძვლის ტარში და გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებით: ხორცის საჭრელ, ან სამკელ დანებად. ლამელებისა და ანატკეცებისაგან მზადდებოდა საფხეკები, საჭრისები, სახვრეტ-ბურღები, ხერხები ღა სხვა იარაღები. ადრენეოლითურ ეპოქას, ისევე, როგორც მის წინამორბედებს, ახასიათებდა გეომეტრიული ფორმის ნეოლითური იარაღები, უფრო ხშირად ტრაპეციები, იშვიათად სეგმენტები.
ძვლის იარაღები - წვეტანები, სახვრეტები, ანკესები, ნემსები, სადგისები და მიწის სათხრელი რქის იარაღები შემოინახა მხოლოდ მღვიმეებსა და ეხებში. ძვალი დასავლეთ საქართველოს ნოტიო ჰავის გამო ღია ნამოსახლარებზე არ შემორჩა.
ადრენეოლითის ეპოქალური ნიშანია ქვის სხვადასხვა ქანებისაგან (რიყის, არგილიტი, ბაზალტი) ხეხვისა და გაპრიალების საშუალებით დამზადებული იარაღები. ისინი წარმოდგენილია ცულებით, სატეხ-სათლელებით, საპრიალებლებით, მარცვლეულის სახეხ-სასრესებით, სანაყებით, შურდულის ქვებით.
დასავლეთ საქართველოს ადრენეოლითურ კომპლექსებში მკაფიოდ შეიმჩნევა მემკვიდრეობითობა, ანუ გენეტიკური კავშირი ადგილობრივ გვიანმეზოლითურ კულტურასთან.
- დასავლეთ საქართველოს ნეოლითური კულტურის შუა, ანუ გარდამავალი საფეხური
სუსტადაა გამოვლენილი. იგი ჯერჯერობით წარმოდგენილია მხოლოდ ორი - ღუმურიშისა და გალი I-ს ნამოსახლარებით. ამ ძეგლებში აისახა როგორც ადრე, ისე გვიანი ნეოლითისათვის დამახასიათებელი ნიშნები, ანუ უკერამიკო კომპლექსები, მიკროლითური ტექნიკის და პოლირებული იარაღების შემდგომი განვითარება.
- გვიანნეოლითური საფეხურის ძეგლები
წარმოდგენილია შემდეგი ნამოსახლარებით: ოდიში, (ზუგდიდის რ-ნი), კისტრიკი (გუდაუთის რ-ნი), ანასეული II, გურიანთა (ოზურგეთის რ-ნი), მამათი (ლანჩხუთის (რ-ნი), მახვილაური (ბათუმის რ-ნი), ჩხორთოლი (გალის რ-ნი).
ეს ძეგლები ძირითადად ერთგვაროვანია და აქვს საერთო დამახასიათებელი ნიშნები: დიდად განვითარებული მიკროლითური ტექნიკა, მრავალრიცხოვანი გეომეტრიული ფორმის მიკროიარაღები: ტრაპეციები, სეგმენტები, მცოცავი რეტუშით ზურგათლილი მაღალი ტრაპეციები და სწორკუთხედები. ამ საფეხურზე იარაღები უმეტესად კაჟისაგან კეთდებოდა, საგრძნობლად მცირდება ობსიდიანის რაოდენობა. იარაღი წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმის საფხეკებით, მრავალრიცხოვანი და მრავალგვარი საჭრისებით, სახერეტ-ბურღებით, ზურგიანი დანებით, გვერდრეტუშიანი და გვერდდაკბილული ლამელებით და რაც მთავარია ლამელებისგან ნაკეთები სამკელი დანების ჩასართებით.
გეომეტრიული ფორმის მიკროიარაღები მეცნიერთა აზრით, წარმოადგენდა რთული იარაღების შემადგენელ ნაწილებს, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციით ჯდებოდა ხის, ან ძვლის წვეტანებსა თუ სპეციალურ ტარში. ისინი გამოიყენებოდა როგორც სანადირო იარაღები, ისე მეთევზეობასა და შემგროვებლობაში ე.ი. მიკროლითური ტექნიკა გეომეტრიული მიკროლითები ემსახურებოდა მითვისებითი მეურნეობის სხვადასხვა დარგებს. მიკროლითური ტექნიკისა გეომეტრიული მიკროიარაღების განვითარების ხარისხი ამა თუ იმ არქეოლოგიურ კომპლექსში მაჩვენებელია მითვისებითი მეურნეობის ხვედრითი წონის რაოდენობისა უძველესი ტომების ეკონომიკაში.
გვიანნეოლითური ეპოქის ძეგლებში ქვის მაგარი ქანებისაგან ხეხვისა და პოლირების ხერხით დამზადებული იარაღების რაოდენობა და ფორმების მრავალფეროვნება მატულობს, ვითარდება და იხვვწება ამ იარაღების დამუშავების ტექნიკა, იწყება ქვის იარაღების დამუშავება ორმხრივი ათლით ანუ ე.წ. მაკროლითური ტექნიკით. პოლირებული იარაღების ყუის დასამუშავებლად ხშირად გამოიყენებოდა მოკოდვის ტექნიკა (წერტილოვანი დარტყმები). ძველი სახის იარაღებთან ერთად ჩნდება ახალი ფორმის გვერდწახნაგიანი ცულები, წერაქვისებური ღა თოხისებური ორმხრივ გაჩორკნილი მაკროლითები, ბარისა სახნისისებური იარაღები, ხელსაფქვავები, ქვიჯები, მარცვლეულის სახეხ-სასრესები და სხვ.ამგვარი იარაღების ერთ ნაწილს იყენებდნენ ტყის გასაჩეხადდა ხის დასამუშავებლად (ცულები, სატეხ-სათლელები), მეორე ნაწილი კი ამ იარაღებისა გამოიყენებოდა სამიწათმოქმედო საქმიანობაში: მიწის დასამუშავებლად, პროდუქტების გადასამუშავებლად.
გვიანნეოლითურ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეთუნეობის გაჩენა. კერამიკა პერიოდის ნამოსახლარზე წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი ფრაგმენტებით. მათი შესწავლა ცხადჰყოფს, რომ ისინი ეკუთვნოდა ხელით ნაძერწ, ქილისებური ფორმის, ბრტყელძირა, უყურო, პირგადაუშლელ ჭურჭლებს, რომლებიც შემკული ყოფილა "წიწვისებური" თუ "თავთავისებური" ორნამენტით. იშვიათად გვხვდება კოპისებური დანაძერწები. ზოგჯერ ამ ჭურჭლებს ჰქონდს ტალღისებური ბაკო, ხშირად კი სწორი ბაკო შემკული იყო სხვადასხვა სახის ჭდეებითა და ღრმულებით. თიხას დიდი რაოდენობით ურევია კვარცის სილა და ქარსი, რომელთა ნაწილაკები შეიმჩნევა კერამიკულ ფრაგმენტებზე.
გვიანნეოლითური ძეგლების შესწავლამ გამოავლინა, რომ დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებული იყო ძირითადად ერთგვაროვანი ნეოლითური კულტურა, რომელიც ხასიათდებოდა ზემოთ მოყვანილი ნიშნებით. თავისებურება განასხვავებდა მას მეზობელი ქვეყნების კულტურებისაგან ამ პერიოდის ნამოსახლარების მდებარეობა გვიჩვენებს, რომ ადრენეოლითში დაწყებული მთისწინა ზოლის, მდინარისპირა ტერასებისა და ბორცვების ათვისების პროცესი გრძელდებოდა გვიანნეოლითშიც,რომ ამ ნამოსახლარების ტოპოგრაფიაში ცვლილებები არ მომხდარა.
პალეონტოლოგიური და გეოლოგიური მონაცემების საფუძველზე ირკვვვა, რომ დასავლეთ კავკასიის ჰოლოცენში იყო შედარებით თბილი ჰავა და გავრცელებული იყოთანამედროვესთან ახლო მდგომი ფაუნა.
არქეოლოგიური და ფაუნისტური ნაშთები მოწმობენ, რომადრენეოლითელი ტომების მეურნეობა ემყარებოდა როგორც მითვისებითი, ისე მწარმოებლური მეურნეობის სხვადასხვა დარგებს. განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობდა ნადირობა, რაზეც მიუთითებს მღვიმეებსა და ეხებში აღმოჩენილი გარეული ცხოვვლების მრავალრიცხოვანი ძვლები. ნადირობის მთავარი ობიექტი იყო კეთილშობილი ირემი, შველი, გარეული მთიხვი და სხვა ცხოველები ნადირობის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, დარკვეთის ეხის ადრენეოლითური ფენის ოსტეოლოგიური (ძვლოვანი) მასალა გვიჩვენებს,რომამ პერიოდში აგრეთეე მოშინაურებელიიყო, როგორც მსხვილფვხა რქოსანი საქონელი (ძროხა), ისე წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი (ცხვარი, თხა) შინაურ ცხოველებში უპირატესობა ენიჭებოდა ღორს, რაზეც მიუთითებს ცხოველის მრავალრიცნოვანი ძვლები. მოშინაურებული ყოფილა აგრეთვე ძაღლიც.
ნვოლითური ნამოსახლარების მახლობლად არსვბული მთისწინა პლატოები კარგი საძოვრები უნდა ყოფილიყო მოშინაურებული ცხოველებისათვის. ხოლო წიფლისა და მუხის ტყეებს კარგი საკვები ბაზა უნდა შეექმნათ ღორის კოლტების გამოსაკვებად.
ადრენეოლითელი ტომების მეურნეობაში დიდ ნეოლით თამაშობღა შემგროვვბლობა. მის განვითარებას განსაკუთრებით უწყობდა ხელს დასავლეთ საქართველოს გეოკლიმატური პირობვბითბილი და ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, სიმრავლე საკვებად გამოსადეგი ნაყოფებისა, მარცვლეულის ენდემური ჯიშები. ნეოლით ნეოლით ქმნიდა ხელსაყრელ პირობვბს შემგროვებლობისათვის. ცივი მღვიმის ადრვნეოლითურ ფენაში ვვლური ღომის მარცვლვბის აღმოჩენა მეტყველებს ნეოლით კულტურის მნიშვნელობაზე, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ მისი კულტივირება ადრენეოლითიდან იწყება. თითქოს საბუთდება მოსაზრება, რომ ღომი იყო ის კულტურა, რომელმაც სათავე ღაუღო მიწათმოქმეღებას კავკასიის შავიზღვისპირეთში. აქვე უნდა ადვნიშნოთ, რომ დომი და ჭვავი არის ისტორიულად დადასტურებული კულტურები დასავლეთ საქართეელოში. არსებული მასალებით საბუთდება, რომმითვისებითი მეურნეობის წიაღში, ნეოლით შემგროვებლობის ბაზაზე ხორციელღებოღა გადასვლა მიწათმოქმედებაზე.
მიწათმოქმედების არსებობა საბუთღება, როგორც ადრე, ისე გვიანნეოლითური მასალებით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ანასეული 1-ისა და ანასეული 11- სამკელი ღანები, რომელთა ფუნქცია დადგენილია ქ.ესაკიასა და გ. კორობკოვას მიერ ტრასოლოგიური ანალიზის მეთოდით, ანუ მათზე არსებული გამოყენების კვალი განსაზდვრულია გამადიდებელი ხელსაწყოების საშუალებით. ამ მეცნიერთა აზრით, ეს იარაღები გამოიყენებოდა კულტიეირებული მარცვლეულის სამკელად. იგივეს ადასტურებს ამ ნამოსახლარებზე ნაპოვნი, მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული იარაღები.
ამგვარად, არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ განვითარვბული მონადირეობისა და რთული შემგროვებლობის ბაზაზე იქმნებოდა საფუძველი ცხოველთა მოშინაურებასა მარცვლეულის ენდემური ჯიშების მოშენებაზე გადასასვლელად, რომ მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვა ადგილობრივ საფუძველზე, მაღალგანვითარებული მითვისებითი მეურნეობის წიაღში მიმღინარეობდა.
ნეოლითელი ტომების მეურნეობა შერეული ტიპისაა, რაც განპირობებულია მითვისებითი მწარმოებლური მეურნეობის შერწყმით. ნადირობა, შემგროვებლობა და მეთევზეობა ჯერ კიდევ დიდ როლს თამაშობდა. ხოლორაც შეეხება მწარმოებლურ მეურნეობას, იგი ადრენეოლითში უკვე ჩასახული იყო და თანდათანობით ვითარდებოდა, გვიანნეოლითში კი მას განვითარების გარკვეული გზა ჰქონდა გავლილი. რაზეც მიუთითებს ნამოსახლარებზე მრავალრიცხოვანი სამიწათმოქმედო იარაღების პოვნა (სამკელი დანების ჩასართები, დაკბილული გვერდრეტუშიანი ლამელები, წერაქვისებური მაკროლითები, თოხისებური და ბარისებური იარაღები, ხელსაფქვავები, ქვიჯები, ფილთაქვები, სახეხ-სასრესები და სხვ.). მიწათმოქმეღების დამადასტურებელია კისტრიკის სამეურნეო დანახშირებული მარცვლვულის ნაშთების პოვნა. აღნიშნული მასალა ცხადყო გვიანნეოლითში ადრეულთან შედარებით მიწათმოქმედების ხვედრითმა წონამ საგრძნობლად იმატა. ნეოლითის ადრეულ საფეხურზე ჩასახულმა მწარმოებლურმა მეურნეობამ დაიწყო თანდათანობითი განვითარება აღმავალი ხაზით და უკვე დასავლეთ საქართვვლოს გვიანნეოლითში გვაქვს მკაფიო ძეგლები განვითარებადი მწარმოებლური მეურნეობით. დასავლეთ საქართველოს ნოტიო სუბტროპიკული ჰავის პირობებში, როგორც ჩანს, ვითარდებოდა საახოვე, თოხური და ურწყავი მიწათმოქმედება. ასეთი იყო იგი ისტორიულ ეპოქებში და ასეთად რჩება იგი დღესაც. ნეოლითური ძეგლების არსებული ერთგვაროვნების შიგნით ცალკეული საფეხურის ძეგლებს გააჩნდა განმასხვავებელი ნიშნებიც, განპირობებული ადგილობრივი ეკოლოგიური თაეისებურებებით, რაც განსაზღვრავდა სხვადასხვა სამეურნეო, თუ საწარმოო საქმიანობას და ცხოვრების სპეციფიკურ წესს. არსებითი განსხვავება, პირველ რიგში, აღინიშნება შრომის იარაღების სანედლეულე მასალაში, რომელიც აპირობებდა განსხვავებულ საწარმოო ტრადიციას, რის გამოც, ცალკეული რეგიონების მატერიალური კულტურა ხასიათდება შემადგენელი ელემენტების თავისებურებით. აღნიშნული განსხვავების საფუძველზე ადრენეოლითურ კულტურაში სამი ლოკალური ვარიანტი გამოიყო:
ერთი მოიცავდა ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთს და ძირითადად წარმოდგენილია კოდორის ხეობის მღვიმური ძეგლებით (აფიანჩა, ცივი მღვიმე), ღია ნამოსახლარი (ლემსა). ეს ძეგლები მრავალფენიანია.
მეორე ჯგუფი მოიცავს სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთს და წარმოდგენილია ერთფენიანი დია ნამოსახლარებით - ანასეული I, მდ. კინტრიშის ნამოსახლარები - ქობულეთი, ხუცუბანი.
მესამე ჯგუფში ერთიანდება ცენტრალური კოლხეთის ორი ღია ერთფენიანი ნამოსახლარით - ხორში და მელოური და ამ რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დარკვეთის ეხი.
პირველი და მესამე ლოკალური ჯგუფის ძეგლები ძირითადად წარმოდგენილია ინდუსტრიით, ხოლო მეორე, ანუ სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთის ლოკალური ჯგუფი - ობსიდიანის ინდუსტრიით. ამ უკანასკნელში ფართოდ იყო განვითარებული ლამელა-ჩასართების ტექნიკა, რაც განაპირობებდა ამ სტადიაზე გეომეტრიული მიკროლითების შედარებით სიმცირეს. პირველი და მესამე ლოკალური ჯგუფის ძეგლებში კი მიკროიარაღების დამზადების ტექნიკა კარგადაა განვითარებული. განსხვავება შეინიშნება ცალკვული იარაღების დამზადების ხარისხსა გამოყენების სახშირეში. მესამე ლოკალური ჯგუფი ხასიათდება გეომეტრიული ფორმისა და ქვის იარაღების სიჭარბით. ერთგვაროვან გვიანნეოლითურ კულტურაში გამოყოფილია ორი ლოკალური ვარიანტი: მოიცავს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთისწინა ბორცვოვან ზოლს - ოღიში-ანასეული II-ის ტიპის ძეგლებს, მეორე ჩრდილოდასავლეთ კოლხეთის ზღვისპირა ტერასებს (კისტრიკისა ქვედა შილოვკის ტიპის ძეგლები). პირველ ჯგუფს ახასიათებს ორნამენტირებული კერამიკა - წიწვისებურ-თავთავისებური ორნამენტი, პირდაჭდეული, პირღრმულებიანი და ტალღისებურბაკოიანი ჭურჭლები, მეორე ლოკალური ჯგუფის კერამიკას არ ახასიათებს ორნამენტი. განსხვავებაა გეომეტრიული ფორმის მიკროლითებში. პირველ ჯგუფში ისინი წარმოდგენილია მაღალი ზურგათლილი სწორკუთხედებით, მეორე ჯგუფში კი - მაღალი, ზურგათლილი ტრაპეციებით. მეორე ჯგუფი პირველისაგან განსხვავდება გეომეტრიული მიკროლითების ორმხრივი დამუშავებით და რეტუშით თავგამოყვანილი ლამელებით.
მართალია ეს ნიშნები ჯერჯერობით ცოტაა, მაგრამ ნეოლითური ძეგლების შემდგომი შესწავლა უფრო მკაფიოდ გამოავლენს თავისებურებებს და დააზუსტებს, როგორც ამ კულტურის გავრცვლების საზღვრებს, ისე მისი ლოკალური ვარიანტებისას.
ნეოლითური კულტურის სხვადსხვა ეტაპის ძეგლების შესწავლამ გამოავლინა მწარმოებლური მეურნეობის ადგილობრივი, ხანგრძლივი განვითარების პროცესი., რომელიც დაიწყო ადრე ნეოლითში, ხოლო გვიან ნეოლითში გაგრძელდა გადასვლა მწარმოებლურ მეურნეობაზე, მისი ცალკეული დარგების - მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის თანდათანობითი ჩამოყალიბებით. შერეული კომპლექსური მეურნეობის ჩამოყალიბების პერიოდი, რომელიც ემთხვევა ნეოლითური ხანის პირველ ნახევარს შეიძლება მივიჩნიოთ ნეოლითური რევოლუციის დასაწყისად.
აღმოსავლეთ საქართველოში ნეოლითური კულტურა სუსტადაა გამოვლენილი. იგი ჯერჯერობით ერთადერთი გვიანნეოლითური ძეგლით - სიონის ნამოსახლარითაა წარმოდგენილი. არის ნეოლითური იერის ცალკეული აღმოჩენებიც.
სიონის ნამოსახლარი მდებარეობს მარნეულის რაიონის ს. სიონში, შულავვრის მარცხენა მხარეს, ადგილ ფარეხებზე. აქ პატარა ღელის, ხუდისწყლის მარცხენა ნაპირზე არქეოლოგებმა თ. კიღურაძემ და მ. მენაბდემ მიაკვლიეს და გათხარეს ძლიერ დაზიანებული ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნამოსახლარი.
სიონის ნამოსახლარის ძირითადი კომპლექსის კერამიკა ქვის ინდუსტრია სტადიალური ნიშნებით ნეოლითის ჩარჩოში თავსდება. სიონის ნამოსახლარი ხასიათდება ტიპური გვიანნეოლითური კერამიკით, რომელიც გამოწვით, კეცის სტრუქტურით და მინარევების ხასიათით, ორნამენტის სახეებით და ნაწილობრივ, ფორმებით იმეორებს ოდიშის ტიპის ძვგლების კერამიკის დამახასიათებელ ნიშნებს - პირდაჭდეული, პირღრმულებიანი და ტალღისებურბაკოიანი ნაკეთობების ვარიაციებს და საოცარ მსგავსებას ავლენს დასავლეთ საქართველოს მთელ ნეოლითურ კერამიკასთან.
სიონის ქვის ინდუსტრია კიდევ უფრო დიდ სიახლოვეს იჩენს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის გვიანი ნეოლითის ქვის კომპლექსებთან მსგავსება და ზოგ შემთხვევაში, იდენტურობა შეინიშნება ორივე რეგიონის ქვის იარაღების დამზადების ტექნიკაში - პირველად და მეორად დამუშავებაში (ნამზადის და რეტუშის ხასიათი), აგრეთვე იარაღთა ტიპოლოგიაში (საფხეკები, საჭრისები, სახვრეტები, ნამგლის ჩასართები). ყურადდებას იქცევს საჭრისების სიმრავლე მათი ნეოლითური ტიპების მსგავსება. საჭრისების სიმრავლე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასავლეთ საქართველოს ნეოლითური ინდუსტრიის ერთერთი დამახასიათებელი ნიშანია, რითაც ამ რეგიონის ნეოლითი განსხვავდება მეზობელი ქვეყნების სინქრონული (თანადროული) ძეგლებისაგან. მაგრამ ყველაზე არსებითია, სიონის ნამოსახლარს ახასიათებდა ოდიშის ტიპის ნეოლითური ძეგლების ნეოლითური გეომეტრიული ფორმის მიკროიარაღების მთელი კომპლექსი. მასალების შედარებიღან ჩანს, რომ სიონის ნამოსახლარის არქეოლოგიური კომპლექსის მთავარ კომპონენტებს - კერამიკას და ინდუსტრიას უახლოესი, პარალელები გააჩნია დასავლეთ საქართველოს გვიანნეოლითური კულტურის - ოდიში-ანასეული II-ის ტიპის ნამოსახლარების მასალებთან, რითაც მათი კულტურული ღა ქრონოლოგიური სიახლოვე საბუთდება.
სიონისა და დასავლეთ საქართველოს ნეოლითური ქვის ინდუსტრიები დიდ ურთიერთმსგავსებასთან ერთად გენეტიკურ კავშირს ავლენენ საქართველოს მეზოლითური კულტურის ქვის ინდუსტრიასთან. აღნიშნული კომპლექსების სიახლოვე გვიჩვენებს, რომ საქართვვლოს მთელ ტერიტორიაზე განფენილი იყო ერთგვაროვანი ნეოლითური კულტურა საქართველოს ნეოლითის აბსოლუტური ქრონოლოგიის საკითხები სუსტადაა დამუშავებული. ნეოლითისათვის ჯერჯერობით არა გვაქვს რადიონახშირბადული (14C) თარიღები, ამიტომ მათ გამოჩენამდე იყენებენ ამავე რეგიონის ქრონოლოგიურად ახლო მღგომი კულტურების თარიღებს:
აფიანჩას (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) მღვიმის გვიანმეზოლითური ფენისათვის მიღებული იყო ორი რადიონახშირბადული თარიღი. ერთი მიღებული იყო ფენის ზედა ნაწილიდან, ადრენეოლითის საზღვართან ადებული სინჯიდან: ЛЕ ძვ.წ. 9690±160 წ. ანუ X ათასწლეულის შუა ხანები. მეორე სინჯმა, რომვლიც ფენის დაახლოებით შუა ნაწილიდანაა აღებული, მოგვცა ЛЕ ძვ.წ. 9960±160 წ. ანუ X ათასწლეულის დასაწყისი.
სტრატიგრაფიულად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში (აფიანჩა, ცივი მღვიმე) ადრენეოლითი უშუალოდ დაფენებულია გვიანმეზოლითზე, ამიტომ აფიანჩას მონაცემებით X ათასწლეული რეგიონში უნდა მივიჩნიოთ ნეოლითის ქვედა ზღვრად. იგივეს ასაბუთებს წინააზიური ანალოგები (უკერამიკო ნეოლითი), რომლებიც ძვ. IX-VIII ათასწლეულით თარიღდება.
ამგვარად, რადიონახშირბადული თარიღების, სტრატიგრაფიისა და წინააზიური პარალელების საფუძველზე, ცოდნის დდევანდელ დონეზე უკვე სავსებით დასაშვებია დასავლეთ ამიერკავკასიაში, კერძოდ შავიზღვისპირეთში ადრენეოლითის დასაწყისის ძვ. IX ათასწლეულით დათარიღება. საქართვვლოს ენეოლითური ძეგლების რადიონახშირბადული თარიღების გათვალისწინებით ნეოლითური კულტურის ზედა ზღეარი უნდა ემთხვევოდვს ძვ.წ. VII-VI ათასწლეულების მიჯნას. ნეოლითური კულტურა კი მთლიანად თავსდება ძვ.წ. IX-VII ათასწლეულებში, რომლის საწყისები შესაძლოა ძვ.წ. X ათასწლეულის შუა ხანებში გადადიოდეს.
საქართველოს ნეოლითური კულტურის აბსოლუტური ქრონოლოგიის საკითხი ჯერ კიდევ შორსაა თავის გადაყვეტამდე. იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველი ახალი მასალა თანდათან შეავსებს დანაკლისს.
წყარო
- სტატიის ავტორი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლამარა ნებიერიძე