ოჩხარი
ოჩხარი
- საერთო ხარჯით გამართული ლხინი, რომელსაც უპირატესად რთველის მოწევის შემდეგ აწყობენ (ზემო იმერეთი);
- მატერიალური დახმარების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა აღმოსავლეთ საქართველოში. ოჩხარს გაღარიბებული კაცი აწყობდა. უფრო ხშირად ეწყობოდა შაბათ დღეს. ადამიანი ოჩხარს წელიწადში ერთხელ თუ მოაწყობდა . იმავე წელს ოჩხარის გამეორება შეიძლებოდა სხვა რომელიმე სოფელში. როგორც წესი, ოჩხარობა, უპირველესად, ცხვრის მოგროვებას გულისხმობს. ცხვრის ოჩხარი ყველაზე ძველი და ტრადიციულია.